ანდრის ლიეპა თბილისელთა წინაშე ძველით ახალ წელს წარდგება

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიანდრის ლიეპა
ანდრის ლიეპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოზე წარმოდგენილი იქნება ბალეტი „ფასკუნჯი“, რომელიც ანდრის ლიეპამ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე დადგა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბალერონი და ბალეტმაისტერი, რუსეთის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა 2017 წლის 13 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოვა.

ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავი და ქორეოგრაფი ქართველ მაყურებელს ახალ წელს მიულოცავს და აუდიტორიას ბალეტის ისტორიის შესახებ საინტერესო ამბებს მოუთხრობს.

გარდა ამისა, საღამოზე აჩვენებენ ბალეტს „ფასკუნჯი“, რომელიც ანდრის ლიეპამ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე დადგა (ქორეოგრაფია – მიხაილ ფოკინის).

როგორც თეატრში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო საბალეტო კომპანიების სოლისტები, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეები. საღამო ქართული ბალეტის მეგობრების საზოგადოების 10 წლისთავს ეძღვნება.

© photo: Sputnik / ალექსანდრ მაკაროვიანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი
ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი

ანდრის ლიეპა ცნობილი ლატვიელი ბალეტის მსახიობისა და პედაგოგ მარის ლიეპას შვილი და ბალერინა ილზე ლიეპას ძმაა. ის 1962 წელს მოსკოვში დაიბადა.

1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიის აკადემია და დიდი თეატრის სოლისტი გახდა. შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები თეატრის კლასიკური საბალეტო რეპერტუარიდან. სცენა ვაშინგტონში გამოსვლისას სერიოზული ტრავმის მიღების შემდეგ დატოვა. ამჟამად ლიეპა „კრემლის ბალეტის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმაისტერია.

1999 წელს ლატვიის სეიმმა ანდრის ლიეპას განსაკუთრებული დამსახურებისთვის ლატვიის მოქალაქეობა მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0