22:07 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი

გურამ ბათიაშვილი: ქართული თეატრი მსოფლიო თეატრს არ ჩამოუვარდება

© Sputnik / Denis Aslanov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

ქართული თეატრალური ფესტივალები თეატრალური ხელოვნების განვითარებას უწყობენ ხელს, თვლის ბათიაშვილი.

თბილისი, 1 დეკემბერი- Sputnik. თბილისის და მინსკის თეატრალურ სტუდიებს შორის შესაძლო მიმოცვლა, ქართული თეატრის თანამედროვე მდგომარეობა და კულტურის სფეროში ბელორუსისა და საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ვიდეოხიდისას მინსკი-თბილისი, რომელმაც სტუდენტური თეატრების XIII საერთაშორისო  ფესტივალის "Тэатральны куфар. БДУ-2016" დასასრულს შედეგები შეაჯამა.

მინსკიდან განხილვაში მონაწილეობდნენ ქალაქ ზუგდიდის დადიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ბადრი წერედიანი, ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ჟურნალისტი ჟანა ვასანსკაია. თბილისიდან მონაწილეობდნენ დრამატურგი, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებას“ მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი და თეატრალური კრიტიკოსი ვერა წერეთელი.

ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი ვერა წერეთელი
© Sputnik / Denis Aslanov
ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი ვერა წერეთელი

„ეს ფესტივალი დღევანდელი თეატრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის — "დრამატურგია ახალგაზრდობისათვის“ გადაჭრაში გვეხმარება“,- თქვა ჟანა ვასანსკაიამ.

წელს „კუფარზე“ პირველად ბავშვთა თეატრის კონკურსი იყო წარმოდგენილი. სცენიდან რუსული და ჩინური ენაც ჟღერდა. სავიზო სირთულეების გამო, ზოგიერთი მსახიობი ჩინეთიდან მინსკში ვერ ჩავიდა, ხანდახან წარმოდგენა ჩერდებოდა და მაყურებელს სცენიდან უყვებოდნენ, რა მოქმედება უნდა ყოფილიყო ახლა მათ წინაშე. ვასანსკაიას თქმით, ასეთმა ექსპერიმენტალურმა მიდგომამაც არ გააკვირვა მინსკელი მაყურებელი.

მისი სიტყვებით, ბელარუსის თეატრალების წინაშე თანამედროვე დრამატურგიის არარსებობა დგას.

ამაზე ბადრი წერედიანმა უპასუხა, რომ საქართველოში საქმე უკეთესად არის. მაგალითისთვის მან გურამ ბათიაშვილი მოიყვანა, რომლის პიესები არაერთხელ დაიდგა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

„ბატონი გურამი ძალიან აქტიური დრამატურგია. მისი ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდში სპექტაკლი დავდგით“,- თქვა წერედიანმა.

შ. დადიანის სახელობის ქართული თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი
© Sputnik/ ელენა ვასილიევა
შ. დადიანის სახელობის ქართული თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი

გურამ ბათიაშვილმა ქართულ თეატრში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ქართული ფესტივალებს საქართველოში ძალიან საინტერესო თეატრები ჩამოჰყავთ, რომლებიც თეატრალური ხელოვნების განვითარებას უწყობენ ხელს. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ქართულ თანამედროვე თეატრში  მიმდინარე პროცესები მსოფლიო თეატრში მიმდინარე მდგრად პროცესების პარალელურია.

„ჩვენი თეატრალური კავშირები დღეს ძალიან აქტუალური და საინტერესოა. ეს კარგად მოქმედებს ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე. რაც მთავარია, პროცესი საკამოდ ჯანსაღია. ამას ადასტურებს ის, რომ გასულ კვირას სამი ქართველი რეჟისორი კონკრეტული სპექტაკლებისთვის საერთაშორისო პრემიებით დაჯილდოვდა“, —თქვა ბათიაშვილმა.

დრამატურგი, ჟურნალის თეატრი და ცხოვრება მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი
© Sputnik / Denis Aslanov
დრამატურგი, ჟურნალის "თეატრი და ცხოვრება" მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი

თბილისსა და მინსკს შორის თეატრალური სტუდიების შესაძლო მიმოცვლა ვასანსკაიამ და წერედიანმა განიხილეს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ახალგაზრდობისათვის ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა და ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობას გააღრმავებდა.

წელს ფესტივალზე "Тэатральны куфар. БДУ-2016" 23 კოლექტივი 14 ქვეყნიდან ჩავიდა: ბელარუსიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ჩინეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მაროკოდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან და სერბეთიდან. პირველად კონკურსში მონაწილეობდნენ საბავშვო თეატრები ბელარუსიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან.

თეატრალური ფესტივალის  "Тэатральны куфар" საინფორმაციო პარტნიორი იყო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik.


მთავარი თემები