მსახიობი დმიტრი პევცოვი თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პევცოვი
დმიტრი პევცოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი, რომლის მშობლებიც წარმოშობით თბილისიდან არიან, ქართველი მაყურებლის წინაშე გრიბოედოვის თეატრის სცენაზე წარდგება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში რუსული თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობის, დმიტრი პევცოვის შემოქმედებითი საღამო 12 იანვარს  გაიმართება.

პევცოვის შემოქმედებითი შეხვედრა-კონცერტი სახელწოდებით „უკან, თბილისში. 30 წლის შემდეგ“ გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.

მიხეილ ჟვანეცკი - Sputnik საქართველო
თბილისში მიხეილ ჟვანეცკი ჩამოდის

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „Русский клуб“ („რუსული კლუბი“).

დმიტრი პევცოვი 1963 წლის 8 ივლისს მოსკოვში, ხუთჭიდში დამსახურებული მწვრთნელისა და სპორტული ექიმის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით თბილისიდან არიან.

პევცოვმა 1985 წელს დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების სამსახიობო ფაკულტეტი. 1986-1987 წლებში სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის თეატრში გაიარა. სამსახურის შემდეგ მუშაობდა „ტაგანკის თეატრში“, ხოლო 1991 წლიდან არის მოსკოვის სახელმწიფო თეატრის „ლენკომის“ მსახიობი.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა გორის გოგონათა გუნდთან ერთად თბილისში დეკემბერში გამოვა

კინოში მსახიობს პოპულარობა მოუტანა რეჟისორ გლებ პანფილოვის ფილმში „დედა“, (1989 წ.) განსახიერებულმა როლმა.

მსახიობის ცნობილი კინონამუშევრებია ასევე: „დედოფალი მარგო“, „ბანდიტური პეტერბურგი“, „გაჩერება მოთხოვნით“ და სხვა.

2004 წელს პევცოვმა ჩაწერა სოლო ალბომი „Лунная дорога“ („მთვარის გზა“). ბოლო წლებში მსახიობი თანამშრომლობს ჯგუფ „კარ ტუშთან“.

მსახიობის შემოქმედება სხვადასხვა წოდებითა და ჯილდოთია აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0