01:50 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დარბაზი

პოლონელი რეჟისორების ფილმები თბილისის კინოფესტივალის ფოკუსში

© Fotolia/ Alon Harel
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2410

თანამედროვე პოლონელი რეჟისორების ფილმებს წარმოადგენენ სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე პოლონური კინო იქნება წარმოდგენილი თბილისის მე-17 საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსში. ფესტივალი 28 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სექციის „ქვეყანა ფოკუსში“ ფარგლებში აჩვენებენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადაღებულ 14 პოლონურ კინოსურათს, იუწყებიან ორგანიზატორები.

წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: იან მატუშინსკის „უკანასკნელი ოჯახი“, ტომაშ ვასილევსკის „სიყვარულის შეერთებული შტატები“, გჟეგოჟ იაროშუკის შავი კომედია „ქაბაბი და ჰოროსკოპი“, იან იაკუბ კოლსკის „ტყე დილის 4 საათზე“, მიხალ მარჩაკის „თეთრად გათენებული ღამეები“, ელჟბიეტა ბენკოვსკას, მიხალ ვავჟეცკის, ლუკაშ ოსტალსკის „ახალი სამყარო“, დარიუშ გაიევსკის „უცხო სამოთხეში“.

კინოფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პოლონელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები — მარჩინ პოდოლეცის „დოკუმენტური ფილმი“, ტომეკ დუკის „აბანო“, გჟეგოჟ იაროშუკის „გაყინული ისტორების“ და სხვა.

კიდევ ერთი პოლონური კინოსურათი, რეჟისორ გჟეგოჟ ზარიჩნის „ტალღები“ წარდგენილია თბილისის კინოფესტივალის „საერთაშორისო კონკურსზე“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. სექციის Bios Politikos ფარგლებში მაყურებელი პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე საინტერესო და აქტუალური ასპექტის შესახებ ათ კინოსურათს ნახავს, ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თემატურ მასტერ-კლასებში.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ევროპელი რეჟისორების ათი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი. ტრადიციულად, საუკეთესო ფილმი მიიღებს პრიზს „ოქროს პრომეთე“, ხოლო საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმი — „ვერცხლის პრომეთეს“. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი კანადელი მსახიობი ალექსანდრა სიუარტი.

კინოფესტივალს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ უკვე მეჩვიდმეტედ მართავს. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

მთავარი თემები