ცხადდება კონკურსი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად

© photo: Sputnik / STRINGERკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიენალეზე, რომელიც 2017 წლის 13 მაისს გაიხსნება, საქართველოს პავილიონისათვის 115 კვადრატული მეტრის სივრცეა გამოყოფილი და ამ სივრცის მოსაწყობი პროექტისათვის კულტურის სამინისტრი 160 ათას ლარს გამოყოფს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა — ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა "VIVA ARTE VIVA".

"Viva Arte Viva" ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს", —ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფრანგი ჰობოისტი სელინ მონე - Sputnik საქართველო
თბილისში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 29 ნოემბერს გაიხსნება

ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ. ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს. 

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mc@culture.gov.ge

ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ღია კონსულტაციები 2016 წლის 22 ნოემბერს, 29 ნოემბერს და 6 დეკემბერს.

ყველა ახალი ამბავი
0