ქართული უქმეები მოსკოვში

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინის ფესტივალი
ქართული ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში ამ უქმეებზე საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ხუთი ღონისძიება გაიმართება.

ქართველი მხატვრების გამოფენები, საესტრადო მომღერლის თამრიკო დუდუნიას კონცერტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის დეგუსტაცია, ხინკლის მომზადების მასტერ-კლასი, საქართველოსა და რუსეთის ბავშვთა კოლექტივების კონცერტები — აი, ასეთი გასართობი პროგრამა ელით მოსკოველებს უახლოეს დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ, მაინც გირჩევთ, თამამად გაემართოთ ქართულ კულტურასთან შესახვედრად, რომელიც თავისი სტუმართმოყვარეობით აუცილებლად გაგათბობთ.

გამოფენა „ფიროსმანიდან დღევანდელობამდე“ 

მსახიობი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი განასახიერა.
მსახიობი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი განასახიერა. - Sputnik საქართველო
მსახიობი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი განასახიერა.

როდის: 22 ნოემბერი – 6 დეკემბერი

სად: ვერნადსკის სახელობის სახელმწიფო გეოლოგიური მუზეუმი 

დაწვრილებით: https://www.facebook.com/sgm.ran/

გეოლოგიური მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი თვითმყოფადი ქართული ფერწერის ერთგვარ გზამკვლევად იქცევა. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ისეთი ცნობილი ოსტატების შემოქმედებას გაეცნობა, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, სერგო ფარაჯანოვი და მრავალი სხვა. გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ზურაბ გიკაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, ნიკო გაბუნიას, ავთანდილ თოფურიას, კოკი ცხვედიანის ნამუშევრები. ექსპოზიციის ცენტრალური ნაწარმოები ნიკო ფიროსმანის „შავი ლომი“ იქნება. 

თამრიკო დუდუნიას კონცერტი 

© FB/Tamriko Dydyniaთამრიკო დუდუნია
თამრიკო დუდუნია - Sputnik საქართველო
თამრიკო დუდუნია

როდის: 24 ნოემბერი, 20:00 საათი

სად: რესტორანი "მისტერ ხინკალი" 

დაწვრილებით: https://www.facebook.com/tamriko.dudunia

საერთაშორისო კონკურს „იტალიის მეგობრების მელოდიის“ გრან-პრის მფლობელის მოსმენა შესაძლებელი იქნება, თუ დაესწრებით კონცერტს „მუსიკა მეგობრების წრეში“. მშვენიერი თამრიკო დუდუნია საკუთარი რეპერტუარიდან შეასრულებს პოპულარულ სიმღერებს და რთულ ჯაზურ იმპროვიზაციებს. მეგობრულ საღამოზე მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართველი და რუსი მომღერლები: ეთერ ბერიაშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ელიზა და თეიმურაზ ბოჯგუა, გიგა გვენეტაძე და სხვები.

ქართული ღვინის ფესტივალი  

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინის ფესტივალი
ქართული ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ფესტივალი

როდის: 26 ნოემბერი, 13:00 საათი

სად: ღვინოთეკა „კომსომოლსკაიაზე“

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/200023593771236/

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის დაგემოვნებას მოსკოველები ერთ-ერთ ღვინოთეკაში შეძლებენ. 6 საათის განმავლობაში ექსპერტები ქართული ღვინის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრებენ. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მარტო დააგემოვნონ ქართული ღვინო და სხვადასხვა სახეობის ყველი, არამედ ყველასთვის საყვარელი ხინკლის მომზადების მასტერ-კლასს დაესწრონ. 

საქართველოს კულტურის დღე 

ანსამბლი "იბერია"
ანსამბლი იბერია - Sputnik საქართველო
ანსამბლი "იბერია"

როდის: 26 ნოემბერი, 14:00 საათი

სად: მოსკოვის პიონერთა სასახლე

დაწვრილებით: https://www.facebook.com/dvorecpionerov/

ეროვნული კულტურის ბავშვთა ფესტივალის „მოსკოვი — ჩემი სახლი“ ფარგლებში დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დღე გაიმართება. ღონისძიებაზე ბავშვთა და ორი ქვეყნის შემოქმედებითი კოლექტივები გამოვლენ: ქორეოგრაფიული ანსამბლები „იბერია“, „კავკასიონი“, „ედელვაისი“, მუსიკალური კოლექტივები „არაგვი ბენდი“, „ბალანჩინი“, Plum Sauce,  ბავშვთა ესთეტური აღზრდის ცენტრი „მოცარტი“ და საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი ლუდმილა ჩურსინა.

ყველა ახალი ამბავი
0