ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ტენორი ბადრი მაისურაძე აირჩიეს

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აირჩია. აღნიშნული თანამდებობა ტენორმა ბადრი მაისურაძემ დაიკავა.

თბილისი, 28 ოქტომბერი —Sputnik. დრამატული ტენორი ბადრი მაისურაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ოპერის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ყოფილი ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გაათავისუფლა. ამას წინ უძღვოდა სკანდალი თეატრში. თანამშრომლების ჯგუფმა ხმაურითა და სკანდალით დატოვა თანამდებობა, თან აღნიშნეს, რომ თეატრში კინწურაშვილის მისვლის შემდეგ თეატრში „ნორმალური სამუშაო გარემო არ არსებობს“.

თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ აირჩია. 

მაისურაძე თბილისში ინჟინრისა და ფილარმონიის მომღერლის ოჯახში აღიზარდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

1988-90 წლებში სტაჟირება გაიარა დიდ თეატრში ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით. 1990-1993 წლებში კი ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მღეროდა.

მისი საერთაშორისო კარიერა 1993 წლიდან დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0