16:08 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
რიმას ტუმინასი

რიმას ტუმინასი: საქართველოსთან შემოქმედებითი აღმაფრენა მაახლოვებს

© Sputnik / Denis Aslanov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი GIFT (11)
46840

რეჟისორი თბილისში იმყოფება და დედაქალაქის თეატრის მოყვარულებს ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში სპექტაკლს „ქარი ალვებში შრიალებს“ წარუდგენს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. შემოქმედებითი აღმაფრენითა და სითბოთი მისთვის ახლობელი ქვეყანა უწოდა საქართველოს წარმოშობით ლიტველმა ცნობილმა რუსმა თეატრალურმა რეჟისორმა რიმას ტუმინასმა. 

ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში ეწვია. 

„Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალ GIFT-ის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა. 

„იცით საოცარი გრძნობაა: ერთი მხრივ, ჩვენ — ვახტანგოვის თეატრი და ფესტივალი როგორღაც დაკავშირებულნი ვართ, ახლობლები გავხდით, ვუგებთ ერთმანეთს, თვალყურს ვადევნებთ და, მეორე მხრივ, მე ხომ ლიტველი ვარ. ასე რომ, საქართველო ძალიან ახლობელია ჩემთვის როგორც შემოქმედებითი აღმაფრენით, ასევე იმ რაღაცით, რაც პატარა ერებს აერთიანებს — ძალიან თბილი, სათუთი, ისეთივე პრობლემებით, ალბათ ერთნაირი ცხოვრებით და ოცნებებით…“ — უთხრა Sputnik-ს ტუმინასმა. 

ამასთან რიმას ტუმინასმა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოულოცა და აღნიშნა, რომ მას აინტერესებდა და თვალყურს ადევნებდა საარჩევნო პროცესს.

სცენა სპექტაკლიდან ქარი ალვებში შრიალებს
© Sputnik/ ვ. ფედორენკო
სცენა სპექტაკლიდან "ქარი ალვებში შრიალებს"
 

ქართულ სცენაზე ვახტანგოვის თეატრი უჩვენებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლს „ქარი ალვებში შრიალებს“. ტუმინასის სპექტაკლი ვლადიმირ ვდოვიჩენკოს, ვლადიმირ სიმონოვის და მაქსიმ სუხანოვის მონაწილეობით თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით არის დადგმული. 

ეს არის სამი მოხუცის ისტორია, რომლებმაც ომი გამოიარეს. ისინი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს თავშესაფარში ატარებენ, თუმცა შინაგანად სიცოცხლის, ერთმანეთის დიდ სიყვარულს ატარებენ და სურვილს, რომ ისწრაფონ სანუკვარი ოცნებისკენ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხანგრძლივი კამათის შემდეგ ეს სამეული გადაწყვეტს გაიქცეს გორაკზე, სადაც ალვები შრიალებენ…

ვახტანგოვის თეატრის სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 18 და 19 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება. 

სპექტაკლი ქარი ალვებში შრიალებს-აფიშა
FB/GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi
სპექტაკლი "ქარი ალვებში შრიალებს"-აფიშა

რიმას ტუმინასი — საბჭოთა, ლიტველი და რუსი თეატრალური რეჟისორი. 2007 წლიდან მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

მის ჯილდოებს შორის არის: „ოქროს ნიღაბი“, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, „მეგობრობის ორდენი“, პრემია „ცოცხალი თეატრი“, პრემია „თეატრალის ვარსკვლავი“ ნომინაცია „საუკეთესო რეჟისორი“. ტუმინასი საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში პირველი თეატრალური პრემიის „ბროლის ტურანდოტის“ სამგზის ლაურეატია სპექტაკლებისთვის „ძია ვანია“ (2011), „ნავსაყუდელი“ (2012) და „ევგენი ონეგინი“ (2013 წ). 

თემები:
ქართული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი GIFT (11)

მთავარი თემები