16:16 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ქართველი დიზაინერები

ქართველ დიზაინერთა გამოფენა-გაყიდვა მოსკოვში: 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

Анна Серебрянская
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

ღონისძიება "Georgian designers' butik in Moscow" შედგა რუსეთის დედაქალაქში 15 და 16 ოქტომბერს კულტურულ ცენტრში "Дом на Патриарших". ორი დღის მანძილზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა მოსკოვის პუბლიკას 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის ექსკლუზიური კოლექცია უჩვენეს.

ანა საველიევა

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ოთხი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი: თინათინ მაღალაშვილი — კოლექცია pret-a-porte, ეკა ჯავახიშვილი — ქართულ ეროვნულ სტილში გადაწყვეტილი სამოსი, ეკა ბუზალაძე — საქმიანი სტილის სამოსი და casual, მადონა ხარატიშვილი — კონცეპტუალური ფეხსაცმელი, ასვე მაია მიქაშავიძის საიუველირო სამკაული. ყველა ამ დიზაინერის ნახვა და გაცნობა გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს იქვე შეეძლოთ. 

ქართველი დიზაინერები
ანნა სერებრიანსკაია
ქართველი დიზაინერები

მაია მიქაშავიძე, საიუველირო სამკაულების დიზაინერი: „ყოველთვის ვოცნებობდი მოსკოვში მოხვედრაზე და ჩემი ნამუშევრების აქ წარდგენაზე. ჩემი ოცნება ასრულდა — დიდი მადლობა ორგანიზატორებს. სპეციალურად მოსკოველთათვის მე მოვამზადე ნახევრად ძვირფასი ქვების ახალი კოლექცია. ყველა ნამუშევარი ექსკლუზიურია. არც ერთი მათგანი არ მეორდება. მათ დამზადებას ერთი თვე დასჭირდა. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ რუსეთში კიდევ, თუ ამის საშუალება იქნება“. 

მაია მიქაშავიძე
ანნა სერებრიანსკაია
მაია მიქაშავიძე

ქართველ დიზაინერთა ნამუშევრები მოსკოველთა წინაშე პირველად გამოიფინა, თუმცა მათი კოლექციები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მოდის კვირეულებში საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. 

ორგანიზატორთა თქმით, უახლოეს ხანებში გაიხსნება ქართველ დიზაინერთა მუდმივმოქმედი მაღაზია.

ნადეჟდა მოწონელი, "Georgian designers' butik in Moscow" ორგანიზატორი: „დიდი ხანია მინდოდა მოსკოვში ჩამეტარებინა ღონისძიება რომელიც რუსულ და ქართულ კულტურებს დააახლოებდა. მე გადავწყვიტე ეს ყველაფერი სამოსის, ფეხსაცმლის, სამკაულის, ესე იგი განსაკუთრებული ნივთების საშუალებით გამეკეთებინა. აგვისტოში, როცა თბილისში ვიყავი, ამ იდეით თინათინ მაღალაშვილთან მივედი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ —მე მისი მუდმივი მომხმარებელი ვარ. მან თავის მხრივ მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას და შეკრიბა დიზაინერთა გუნდი, რომლებიც თავიანთი ნამუშევრებით ჩამოვიდნენ მოსკოვში".

ნადეჟდა მოწონელი
ანნა სერებრიანსკაია
ნადეჟდა მოწონელი
 

გამოფენაზე ყველა ნივთი ხელნაკეთი იყო და მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად დამზადებული. როგორც პროექტის სტილისტმა ირინა გუსევამ აღნიშნა, ტანსაცმელი ახალგაზრდებზე და მოდით დაინტერესებულ ადამიანებზეა გათვლილი: ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ქართული ჩოხები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს უხდებიან და იდეალურად ეწერებიან ჩვენს რუსულ სინამდვილეში.

ირინა გუსევა
ანნა სერებრიანსკაია
ირინა გუსევა
 


მთავარი თემები