თბილისში შოსტაკოვიჩის მე-10 სიმფონია აჟღერდება

© photo: Sputnik / Михаил Озерский / გადასვლა მედიაბანკშიდიმიტრი შოსტაკოვიჩი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
№10 სიმფონიას (მი მინორი) საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო განახლებული თეატრის სცენაზე 14 ოქტომბერს დიდი რუსი კომპოზიტორის, პიანისტისა და მუსიკალურ-საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია აჟღერდება.

შოსტაკოვიჩი არის 15 სიმფონიის, ექვსი კონცერტის, სამი ოპერის, სამი ბალეტის, კამერული მუსიკის მრავალი ნაწარმოების, კინოფილმებისთვისა და თეატრალური დადგმებისთვის დაწერილი მუსიკისა ავტორი.

მეათე სიმფონია პირველად ლენინგრადის სიმფონიურმა ორკესტრმა ევგენი მრავინსკის დირიჟორობით 1953 წლის 17 დეკემბერს შეასრულა.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი - Sputnik საქართველო
დიმიტრი შოსტაკოვიჩი

სიმფონია 4-ნაწილიანი: Moderato, Allegro, Allegretto და Andante – Allegro. მისი ხანგრძლივობაა დაახლოებით 52 წუთი.

თბილისში ნაწარმოებს ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს. უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი ისრაელიდან.

ამავე საღამოს გაიმართება სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა. ნებიერიძე თხუთმეტი წლის პიანისტი და კომპოზიტორია. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

თავისი კონცერტი ახალგაზრდა მუსიკოსმა დიდ რუს კომპოზიტორს სერგეი პროკოფიევს მიუძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0