ამერიკელი მომღერალი ერიკ ბენე თბილისში ჩამოდის

© FB/ Eric Benetერიკ ბენე
ერიკ ბენე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მაყურებლის წინაშე ერიკ ბენე პირველად წარსდგება თბილისის ფილარმონიის სცენაზე.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მსახიობ ჰოლი ბერის ყოფილი ქმარი ერიკ ბენე თბილისში სოლო კონცერტს გამართავს 23 და 24 სექტემბერს.

ერიკ ბენე „გრემის“ პრემიის ოთხგზის მფლობელია. მუსიკის გარდა, ის კინოშიცაა დაკავებული. გადაღებულია ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: „ბევერლი-ჰილზი 90210“,  „ნამდვილი ჰოლივუდელი ქმრები“, „კაია“ და სხვ.

ქართველი მაყურებლის წინაშე ერიკ ბენე პირველად წარდგება თბილისის ფილარმონიის სცენაზე 23 სექტემბერს, ხოლო 24 სექტემბერს Rooms Hotel Tbilisi-ში. კონცერტის დასაწყისი 19:00 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0