ბათუმში ნინო ჩაკვეტაძის საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძის ნახატები
ნინო ჩაკვეტაძის ნახატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ილუსტრაციები ნორვეგიელი მწერალი ქალის ანე-კატარინე ვესტლის წიგნებისთვის შეასრულა. ჩაკვეტაძე ბათუმში ამ ნამუშევრებს გამოფენს, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა მაღალმთიანი ბარისახოს სკოლას მოხმარდება.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ბათუმში დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის წიგნებისთვის შესრულებული ილუსტრაციების საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ბილივი“ (Believe), რომელიც დასავლეთ საქართველოში კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძე: ბავშვობა, რომელიც არსად წასულა

ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ილუსტრაციები ნორვეგიელი მწერალი ქალის ანე-კატარინე ვესტლის წიგნებისთვის „დიდედა და რვა რვა ბავშვი ტყეში“ და „მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი“ შეასრულა. წიგნების პრეზენტაცია ადგილზე გაიმართება.

ჩაკვეტაძის ინიციატივით, გაყიდვიდან შემოსული თანხა მაღალმთიანი სოფლის ბარისახოს სკოლას, ასევე ფონდ „ბილივის“ საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება.

გამოფენა გაყიდვა 18:00 საათზე სასტუმრო Hilton–ში (რუსთაველის 40) გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.

ნინო ჩაკვეტაძე - ბებიასთან. - Sputnik საქართველო
ნახატები სიყვარულსა და სიკეთეზე

ნინო ჩაკვეტაძე თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრები მნახველს ბავშვობაში აბრუნებს და საოცარ ემოციებს იწვევს. პერსონაჟებს ხშირად სევდიანი, მაგრამ მართალი, ბავშვივით პირდაპირი მზერა აქვთ.

ნინო ჩაკვეტაძე 1971 წელს თბილისში დაიბადა. 1986–1990 წლებში სამხატვრო ინსტიტუტში, ხოლო 1990–1996 წლებში – სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1997 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.


ყველა ახალი ამბავი
0