ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნახატების განახლებულ გამოფენაზე გიწვევთ

© Национальный музей Грузииნიკო ფიროსმანი "კახეთის მატარებელი"
ნიკო ფიროსმანი კახეთის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიცია გენიალური ქართველი პრიმიტივისტის ცხრა ტილოთი შეივსო.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი სახვითი ხელოვნების მოყვარულთ ნიკო ფიროსმანის ნახატების განახლებულ გამოფენაზე იწვევს.

ექსპოზიცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობს. იგი გენიალური ქართველი პრიმიტივისტის 9 ახალი ტილოთი შეივსო. 

„ჩვენ განვაახლეთ ჩვენი გალერეის ერთ-ერთი დარბაზის ექსპოზიცია. ეს ახალი სურათებია, რომლებიც საზოგადოებას უკვე სამი წელია არ უნახავს. მანამდე ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა ფიროსმანის სხვა სურათები: სულ 31 ნახატია ორ დარბაზში. ნიკო ფიროსმანის სურათების განახლებული კოლექცია ჩვენს გალერეაში საკმაოდ დიდხანს იქნება გამოფენილი — მინიმუმ 2 წელი“, — უთხრა Sputnik —ს გამოფენის კურატორმა ეკატერინე კიკნაძემ. 

ფიროსმანის შველი წყლის პირას - Sputnik საქართველო
ივანიშვილი ფიროსმანის ტილოს საქართველოს მუზეუმს საჩუქრად გადასცემს

ეროვნული გალერეის მცირე საგამოფენო დარბაზში (თეთრი) მხატვრის ექსპოზიციას დაემატა შემდეგი ნამუშევრები: „სააღდგომო ბატკანი", „ტახი", „კრუხ-წიწილა", „ორთაჭალის ტურფა მარაოთი", „ქალი ქოლგითა და ყვავილით", „ძიძა",,,ნატურმორტი" „ქეიფი დათიკო ზემელთან" და,,კახეთის მატარებელი".

სურათების უმეტესობა XX საუკუნის 10-იან წლებში კირილ და ილია ზდანევიჩებმა თბილისის დუქნებში მოიძიეს და პირად კოლექციაში მოუყარეს თავი. ისინი კირილ ზდანევიჩმა 1928 წელს მოსკოვში გადაიტანა. 1930 წელს კი დიმიტრი შევარდნაძემ მისი კოლექციიდან 39 სურათი შეიძინა და თბილისში, მეტეხის მუზეუმში ჩამოიტანა. მას შემდეგ სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0