ბლიუზის ქართველი მომღერლის სიმღერები ,,ზაზანოვაში“

© https://www.facebook.com/koka.tsktitishvili?fref=tsმუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი
მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კლუბ ,,ზაზანოვაში’’ დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik.13 დეკემბერს, კლუბ „ზაზანოვაში“ვირტუოზი გიტარისტის, მომღერლის და ბლიუზ–ბენდის “KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელის, კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება, რომლის დევიზია:  „თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი კოკას გამოჯანმრთელებაში“. 

 საღამოს ორგანიზატორმა, კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა გვითხრა: "ყველა მუსიკოსს მინდა ვთხოვო, ამ კონცერტზე მოვიდეს. ამით მას გვერდით დავუდგებით და გავამხნევებთ, რაც ასეთ დროს ადამიანისთვის აუცილებელია. კოკა ძალიან მოკრძალებული ადამიანია და ასეთ თემაზე ლაპარაკი არ უყვარს. მე მჯერა, რომ მუსიკოსებთან ერთად ბევრი მსმენელი მოვა და ამ საღამოთი მას თანადგომას აღმოვუჩენთ“.

 ,,ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ქართველი ბლიუზმენი წერს: "გამარჯობა ჩემო კარგებო, მიხარია, რომ ყველა მუსიკოსი გაერთიანდა და გადაწყვიტა, ასეთი კონცერტი ჩაეტარებინა. კლუბის მესაკუთრეებმა უანგაროდ დაგვითმეს კლუბი,,ზაზანოვა“. ყველას, ვისაც უყვარს ჩემი მუსიკა და ჩემი ჯგუფი 13 დეკემბერს კონცერტზე ვეპატიჟები“.  ,,KOKA & T.BLUES MOB“ —ის ხელმძღვანელი, ბას —გიტარისტი და სიმღერების ავტორი კოკა ცქიტიშვილი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. რუსულენოვანი ესპანური რადიო,, RusRadioMarbella“ დამაარსებლის, მარია ვიბერლის (Maria wibberley), მიწვევით ჯგუფი ხშირად ჩადის ესპანეთში გასტროლებზე, მართავს კონცერტებს მალაგაში, მადრიდსა და მარბელაში.

  ჯგუფი 1999 წელს ჩამოყალიბდა და მას 4 ალბომი აქვს გამოშვებული. “KOKA & T.BLUES MOB“ —თან პარტნიორობა დანიურმა კომპანია “Marskmusic „-მა დაამყარა, რომელთანაც თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. სხვათაშორის,,Marskmusic“ წლების განმავლობაში ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა, ბი ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები, პოლ როჯერსი. დღესდღეობით კოკა ცქიტიშვილის ბენდი აღმოსავლეთ ევროპაში ამ კომპანიის ერთადერთი პარტნიორია. 

 მუსიკოსს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც  დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კლუბ,,ზაზანოვაში’’ დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.


ყველა ახალი ამბავი
0