თბილისში Mercedes Benz Fashion Week იწყება

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიMercedes-Benz Fashion Week
Mercedes-Benz Fashion Week - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის კვირეული 5 ნოემბერს დაიწყება და 9 ნოემბრამდე გასტანს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. კვირეულს დაესწრებიან ბაიერები, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისში Mercedes Benz Fashion Week–ის მეორე სეზონი იწყება, სადაც სამოსის კოლექციებს ოცზე მეტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს, — იუწყებიან ორგანიზატორები.  

მოდის კვირეული ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 5 ნოემბერს დაიწყება და 9 ნოემბრამდე გასტანს. კვირეულს დაესწრებიან ბაიერები, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  

მოსკოვი - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები მოსკოვის მოდის კვირეულში მონაწილეობენ

Mercedes Benz Fashion Week–ის ხელმძღვანელი საქართველოში ტრადიციულად გახლავთ ახალგაზრდა ფეშენ–დიზაინერების კონკურსის BE NEXT  დამფუძნებელი სოფო ჭყონია.   

წელს ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკული „ვოგის“ წარმომადგენლები, მოდის ცნობილი კონსულტანტი და კასთინგ–აგენტი ნატალი (Natalie Joos) ნიუ–იორკიდან და ასევე ფილიპინური წარმომავლობის პოპულარული ფეშენ–ბლოგერი  ბრაიან გრეი იამბაო (Bryan Grey Yambao), რომელიც უფრო ბრაიან ბოის სახელითაა ცნობილი. 

ქართველი დიზაინერების მიერ მოდის კვირეულზე პირველად წარმოდგენილი კოლექციების ნახვა და შეძენა წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება სავაჭრო–გასართობ ცენტრში „თბილისი მოლი“. 

Mercedes-Benz Fashion Week — ეს საერთაშორისო მოდის კვირეულების სერიაა, რომელიც კომპანია „მერსედეს–ბენცის“ მიერაა ორგანიზებული. ის ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა შორისაა გერმანია, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ავსტრალია და სხვები. 

 


ყველა ახალი ამბავი
0