თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისელი 24 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი „მის საქართველოს 2015“ გახდა.
„მის საქართველო 2015"–ის ფინალი ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე 1 ნოემბერს გაიმართა. ქვეყნის მთავარი ლამაზმანის ტიტულისთვის სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლები იბრძოდნენ.
ნუკა ყარალაშვილი საუკეთესოდ აღიარეს 21 კონკურსანტს შორის. სწორედ იგი გახდა კონკურსის მთავარი პრიზის, ავტომობილ „მინი კუპერის“ მფლობელი. ამას გარდა, გამარჯვებული „მის მსოფლიოს“, „მის სამყაროსა“ და „მის ინტერკონტინენტალის“ კონკურსებზე გაემგზავრება და საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.