სანდროს კოლხური ბზები

© Nini Razmadzeსანდრო ნარსია
სანდრო ნარსია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლხური ბზა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელიც კარგ გარემოში 18 მეტრს აღწევს. ბზა სიცივის ამტანია და ამავე დროს სიმშრალისადმი შეგუების უნარიც გააჩნია. კოლხური ბზა საქართველოს წითელ წიგნში 1982 წელს შეიტანეს, ხოლო 2006 წელს წითელ ნუსხაში.

ნინი რაზმაძე   

16 წლის სანდრო ნარსია ხობის რაიონ სოფელ ხეთაში ბებიასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თბილისში ცხოვრობენ, სანდრომ სოფელში, მამა-პაპისეულ მიწაზე დარჩენა გადაწყვიტა. მე-11 კლასის მოსწავლე ცდილობს თავისი ძალებით გადაარჩინოს წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა.

- სანდრო, მშობლები თბილისში ცხოვრობენ, შენ რატომ გადაწყვიტე სოფელში დარჩენა?

— ვსწავლობ ხეთის საჯარო სკოლაში, მე-11 კლასში. პირველად თბილისის №27-ე ბაგა-ბაღში დავდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მე არ მინდა დავრჩე ისეთ ქალაქში, სადაც ხეებს ნაცრისფერი ფოთლები აქვთ, ქალაქში, სადაც ჩიტები არ დაფრინავენ იმიტომ, რომ ლამის ყველა ხეს ჭრიან. ბებიაჩემი ახალგაზრდა, 28 წლის იყო, როცა დაქვრივდა და მიუხედად ამისა, ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის. მარტომ შეძლო აეშენებინა სახლი და გაეშენიანებინა ეზო. ძალიან მიყვარს აქაურობა, ყოველი კუთხე-კუნჭული. თქვენი აზრით, ბებიაჩემისა და ჩემი ოჯახის 40 წლის ნაშრომს დავტოვებ? არა.  უფრო მეტიც, დიდი ბაბუის ნასახლარიც უნდა დავიბრუნო. სოფელში ბევრი მიტოვებული ოჯახი და ნასახლარია. ძალიან ცუდია, რომ ახალგაზრდები ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. მინდა ჩემი სოფელი ისეთი მჭიდროდ დასახლებული იყოს, როგორიც წლების წინ იყო. 

© Nini Razmadzeკოლხური ბზა
კოლხური ბზა - Sputnik საქართველო
კოლხური ბზა

- როდის დაინტერესდი მცენარეებით?

— მცენარეების მოვლა პატარაობიდანვე მიყვარს. ყოველ წელს ბოსტანს ვაშენებ. ქოთნის მცენარეებს პატარაობიდან ვუვლი, თუმცა, დღეს, დროის უქონლობის გამო, ბევრი ქოთნის ყვავილი აღარ მაქვს. ვარ ყოფილი მცირე ფერმერი. მებოცვრეობის მინი-ფერმა მქონდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო შევეშვი და თავი გავანებე ამ საქმეს.

- როდის დაიწყო ყველაფერი, როდის გაგიტაცა კოლხურმა ბზამ?

— კოლხური ბზის თესლის შესაგროვებლად 2015 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ”CENN"-ის ორგანიზებით ურთის მთაზე ვიყავით. ბუნება მიყვარს, ამიტომ სკოლაში და რეგიონში ჩატარებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობდი. პირველად სკოლაში დავაკალმეთ კოლხური ბზის რამდენიმე ასეული ტოტი. ვრცელდებოდა ინფორმაცია და შემდეგ სადღაც წავიკითხე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბზის კორომების 95% გახმობის პირას იყო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ დავაკვირდი ჩემს ეზოში არსებულ კოლხური ბზის ბუჩქებს და თესლის მომწიფების შემდეგ შევაგროვე. დაველოდე დაკალმების პერიოდს და დავთესე კიდეც.კოლხური ბზა, როგორც მნიშვნელოვანი მცენარე, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და შესაბამისად, წითელ ნუსხაში.

- ამ ასაკში ბზების შესახებ სად მიიღე შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა?

— ხეთის საჯარო სკოლასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ cenn-სა და ხეთის საჯარო სკოლას შორის მემორანდუმია გაფორმებული, რის ფარგლებშიც სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით ჩვენი სკოლა თითქმის ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობს. პირველად მე და ჩემ მეგობრებს დაკალმებაში მასწავლებელი დაგვეხმარა. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ მასწავლებელს,  ვისაც მცირედი მაინც გაუკეთებია ჩემი წინსვლისთვის და ასევე  cenn-ის კოორდინატორს ქ-ნ მაია კოდუას!  

© Nini Razmadzeსანდრო ნარსია
სანდრო ნარსია - Sputnik საქართველო
სანდრო ნარსია

- როდესაც ბზები გაიზრდება გასაყიდად უნდა გაიტანო?

— არა, გაყიდვას არ ვაპირებ! სურვილი მაქვს გავაჩუქრო. ახლა მთავარია გაიხაროს, დაფესვიანდეს.

- კოლხურ ბზაზე მოგვიყევი…

— კოლხური ბზა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელიც კარგ გარემოში 18 მეტრს აღწევს. ბზა სიცივის ამტანია და ამავე დროს სიმშრალისადმი შეგუების უნარიც გააჩნია. კოლხური ბზა  საქართველოს წითელ წიგნში 1982 წელს შეიტანეს, ხოლო 2006 წელს წითელ ნუსხაში. 

- რთულია ბზის მოვლა? 

— როგორც ყველა მცენარეს,ბზასაც შესაბამისი მოვლა სჭირდება. ძირითადი სამუშაოები მეურნეობის შექმნისა და დათესვა-დაკალმებისდროს ჩავატარე. ჩემს მეურნეობაში არც ქიმიური და არც ბიოლოგიური პრეპარატები არ შემიტანია და არც მომავალში გამოვიყენებ. ჩემი მიზანია ყველას დავუმტკიცო, რომ ქიმიური თუ ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენების გარეშეც გამოდის საქმე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

— არ მინდა იმ სფეროს, რომელსაც ახლა მივყვები, ჩამოვშორდე და ვაპირებ ეკოლოგი ან აგრონომი გამოვიდე.

- რაზე ოცნებობ?

— ოცნებები ნაკლებად, უფრო მიზნები მაქვს, რის მიღწევასაც ვცდილობ და მგონია, რომ ნელ-ნელა მივიწევ კიდეც წინ. მიყვარს ლაშქრობები, მაგრამ არ მაქვს ფოტოაპარატი რომ აღვბეჭდო ის სილამაზე, რომელსაც საქართველოს უნიკალური ბუნება ჰქვია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0