რამ დააბნია 14 წლის ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ჩემპიონატზე

© Nini Razmadzeმარიამ დალაქიშვილი - ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ მასტერსის გამარჯვებული
მარიამ დალაქიშვილი -  ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ მასტერსის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ დალაქიშვილი ჯერ სულ 14 წლის არის და უკვე მოასწრო „მასტერსის“ მოგება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მიღება. მან შეძლო ევროპის საუკეთესო რეიტინგის მქონე რვა სპორტსმენს შორის პირველი ადგილის მოპოვება. მარიამი ჩოგბურთზე და თავის წარმატებაზე „სპუტნიკს“ ესაუბრა.

ნინი რაზმაძე

– რამდენი ხანია, რაც ჩოგბურთს თამაშობ?

— 5 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში. ჩოგბურთელი სანათესაოში არავინ მყოლია, უბრალოდ, ბავშვობიდანვე მიყვარდა ჩოგბურთის ყურება და როცა მშობლებმა ჩემი სპორტის რომელიმე სახეობაზე შეყვანა გადაწყვიტეს, არჩევანი ჩოგბურთზე შეაჩერეს. თუმცა, თავიდან სეროზულად არ აღიქვამდნენ ჩოგბურთით ჩემს გატაცებას.

– როგორი იყო შენი ემოციები, როდესაც კორტზე პირველად გახვედი?

— პატარა რომ ვიყავი, თამაშის წინ სულ ვტიროდი, პირველ ტურნირზეც, ალბათ, დაბნეული ვიყავი. 

© Nini Razmadzeმარიამ დალაქიშვილი
მარიამ დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ დალაქიშვილი

– რამდენი წლის იყავი, პირველად რომ გაიმარჯვე?

— 8 წლის ასაკში თურქეთში შეჯიბრზე წავედი და 10 წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა ტურნირი მოვიგე. შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ უკვე ყველა მიხვდა, რომ შეიძლება ჩემგან კარგი ჩოგბურთელი გამოსულიყო. 

– შენ სპორტულ მიღწევებზე მოგვიყევი… 

— საკმაოდ ბევრი ტურნირი მაქვს მოგებული სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში — 12, 14, 16 და 18 წლამდეც.

– რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩოგბურთელობა? 

— პირადად მე მთლიანად ჩოგბურთზე ვარ გადართული, ესაა ჩემი ყოველდღიურობა და ფიქრის საგანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. იმისთვისაც კი ვერ ვიცლი, რომ სადმე მეგობრებთან ერთად წავიდე. უცხოეთში ხშირად მიწევს ყოფნა, რაც ჩემთვის ცოტა რთულია. 

© Nini Razmadzeმარიამ დალაქიშვილი - 5 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში
მარიამ დალაქიშვილი - 5 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში - Sputnik საქართველო
მარიამ დალაქიშვილი - 5 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში

– თამაშის დროს რამდენად შეგიძლია საკუთარი ემოციების მოთოკვა, კორტზე გასვლის წინ შინაგანი განწყობა როგორი გაქვს?

— განწყობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მე ასე ვთვლი: რა განწყობითაც გახვალ სათამაშოდ, შედეგიც ანალოგიური გექნება. შეჯიბრის წინ შინაგანად ვღელავ, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავდივარ, მომენტალურად მავიწყდება და მაქსიმალურად მობილიზებული ვხდები. 

– დღის განმავლობაში რამდენ საათს ვარჯიშობ?

— დაახლოებით 4-5 საათი. ვარჯიშის გარდა, ტურნირის წინ ასევე ფიზიკურადაც ვემზადები.

– შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ტურნირი რომელი იყო?

— აქამდე ბევრი ტურნირი მომიგია, მაგრამ „მასტერსი“ ყველაზე მაღალი დონის ტურნირია 16-წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის, ამიტომ მაინც მას გამოვარჩევდი. 

© Nini Razmadzeმარიამ დალაქიშვილი - ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ მასტერსის გამარჯვებული
მარიამ დალაქიშვილი - ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ მასტერსის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
მარიამ დალაქიშვილი - ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ მასტერსის გამარჯვებული

– როგორ მოხვდი TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS-ზე?

— ძალიან მინდოდა რომ მოვხვედრილიყავი „მასტერსზე“ და ჩემმა მწვრთნელმა გაგა დოლიძემ დაგეგმა ტურნირები. წლის განმავლობაში მოვიგე 9 ტურნირი, რის შედეგადაც მოვხვდი „მასტერსზე“.

– როგორ ემზადებოდი ტურნირისთვის?

— ძალიან მონდომებული ვიყავი, მსურდა, რომ კარგად მეთამაშა. სანამ „მასტერსზე“ წავიდოდი, ბაქოში 18-წლამდელთა ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ბაქოს საჩოგბურთო ტურნირი მოვიგე და შემდეგ უკვე წავედი ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ „მასტერსზე“.

– გამარჯვების იმედი გქონდა?

— არა, თავიდან ნამდვილად არ მქონია გამარჯვების იმედი, უბრალოდ, ამ ტურნირზე მოხვედრა მსურდა. როცა გავიმარჯვე, ძალიან ბედნიერი და ცოტათი დაბნეულიც ვიყავი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირს მოიგებ და პირველი ხარ მთელ ევროპაში.

ტურნირი იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიაში გაიმართა, სადაც მწვრთნელთან, მამასთან და სპონსორთან ერთად ვიყავი წასული. მათი მხარდაჭერა ძალიან მეხმარებოდა მთელი ტურნირის განმავლობაში. 

– ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა თამაში?

— პირველ წრეში შევხვდი სერბს, რომელიც სამ სეტში დავამარცხე. პირველ სეტში 5-0 ვაგებდი და არავინ ელოდა, რომ ამ სეტს მოვიგებდი. მეორე წრეში რუს ჩოგბურთელს შევხვდი, რომელიც პირველ ნომრადი იყო განთესილი, ის ორ სეტში დავამარცხე. ყველაზე რთული თამაში იყო ფინალში, სადაც ისევ სერბთან მომიწია შეხვედრა, რომელიც დავამარცხე და გავხდი „მასტერსის“ გამარჯვებული.  

© Nini Razmadzeმარიამ დალაქიშვილი
მარიამ დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ დალაქიშვილი

– რა არის შენთვის ჩოგბურთი?

— ჩოგბურთი ჩემთვის ყველაფერია, ძალიან მიყვარს და მომწონს, რასაც ვაკეთებ.

– ჩოგბურთის გარდა კიდევ რით ხარ დაკავებული?

— სკოლში სიარულს ვერ ვახერხებ, რადგან თბილისში არ ვარ, ან კიდევ სულ ვარჯიშები მაქვს. ფაქტობრივად, ჩოგბურთის გარდა ვერაფერს ვახერხებ, კვირაში რამდენიმე დღე კერძო მასწავლებელი მოდის და ვმეცადინეობ. მხოლოდ კვირა დღე მაქვს თავისუფალი და ყოველთვის ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავერთო.

– სამომავლო გეგმებზე მომიყევი…

— რადგან „მასტერსი“ მოვიგე, გადავალ 18-წლამდელთა ტურნირებზე და ვეცდები, რომ მოვხვდე „სლემზე“.

ყველა ახალი ამბავი
0