პატრიარქი ალექსი II: „მოწიწებით ვეპყრობით ქართული ეკლესიის ჭაღარა სიძველეს“

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიპატრიარქი ალექსი II
პატრიარქი ალექსი II - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“, რომელიც ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, საქართველოში სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქ ალექსი II-ის ვიზიტის თაობაზე გიამბობთ.

ბესიკ ფიფია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ალექსი II თბილისში 1996 წლის 27 აპრილს ჩამოვიდა. აეროპორტში მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი თავის რეზიდენციაში მიიღო.

© საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოპატრიარქ ალექსი II-ს რუსული ტრადიციით, პურითა და მარილით დახვდნენ.
პატრიარქ ალექსი II-ს რუსული ტრადიციით, პურითა და მარილით დახვდნენ. - Sputnik საქართველო
პატრიარქ ალექსი II-ს რუსული ტრადიციით, პურითა და მარილით დახვდნენ.

პატრიარქმა ალექსი II-მ მოინახულა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. სრულიად რუსეთისა და მოსკოვის უწმინდეს პატრიარქს საზეიმოდ მიენიჭა ღვთისმსახურების დოქტორის საპატიო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისა და სამეცნიერო შრომებისთვის. აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ნინოწმინდის ეპისკოპოსმა აბრაამმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხატი გადასცა. უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ აკადემიას საჩუქრად გადასცა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის“ ოთხი ტომი, რომელიც მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტის მაკარის (ბულგაკოვი) ავტორობით გამოიცა. მისმა უწმინდესობამ უდიდესი სიხარული გამოხატა საქართველოში უმაღლესი საღმრთო განათლების აღორძინებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს შორის კონტაქტები კიდევ უფრო გაღრმავდება.   

უწმინდესი პატრიარქი იყო ქაშვეთის დიდმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა მთავარი კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, რომელსაც თბილისში ყველაზე დიდი რუსული მრევლი ჰყავს. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ მიხაილ დიდენკოს მისალმების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ თქვა: „სიყვარულით გისურვებთ ყველას მშვიდობას… შინაგან, სულიერ სიმშვიდეს, რის შესახებაც ამბობდა ღირსი სერაფიმ საროველი. სულით და გულით გისურვებთ, რომ მშვიდობა და თანხმობა სუფევდეს ამ ღვთივკურთხეულ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში“. პატრიარქმა ალექსიმ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატი გადასცა.

© საქართველოს ეროვნული არქივის ფოტიმოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტით გაღრმავდება ცოცხალი კონტაქტი რუსულ და ქართულ ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს შორის.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტით გაღრმავდება ცოცხალი კონტაქტი რუსულ და ქართულ ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს შორის. - Sputnik საქართველო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტით გაღრმავდება ცოცხალი კონტაქტი რუსულ და ქართულ ეკლესიებსა და სასულიერო სასწავლებლებს შორის.

რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ილოცეს. ამ უძველეს ტაძარში ინახება უდიდესი სიწმინდე — მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. უწმინდესი პატრიარქი ალექსი და მისი თანმხლები პირები ამ სიწმინდეს ემთხვივნენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს ძველ დედაქალაქში — მცხეთაში გაემგზავრა და სახელგანთქმული საპატრიარქო ტაძარი — 12 მოციქულის სახელზე აგებული სვეტიცხოველი მოილოცა. ტაძარში წმინდად ინახება ქართული ეკლესიის სიწმინდე — უფლის კვართი, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოქსოვა.

© საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოპატრიარქი ალექსი II, ედუარდ შევარდნაძე, პატრიარქი ილია II.
პატრიარქი ალექსი II, ედუარდ შევარდნაძე, პატრიარქი ილია II. - Sputnik საქართველო
პატრიარქი ალექსი II, ედუარდ შევარდნაძე, პატრიარქი ილია II.

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქებმა ალექსი II-მ და ილია II-მ ღვთისმსახურება აღასრულეს. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელმა ალექსი II-მ კათოლიკოს ილია მეორეს უფლის წმინდა ჯვარი და პანაღია გადასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ (წმინდა ნათლობით _ გიორგი) შევარდნაძეს — მისი ღვთიური მფარველის, დიდმოწამე გიორგის ხატი.

„სულიერი ერთიანობის ამ დღეებში, როდესაც უფალმა ერთად შეგვყარა ამ ძველ წმინდა ადგილას, რომელიც შემკულია უფლის კვართით, ჩვენ გვახსენდება, თუ რამდენად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან ჩვენი ხალხები, — თქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა. — ივერიისა და რუსეთის წმინდა ეკლესიებს ერთიანი მოძღვრება და ანდრია პირველწოდებული გვაერთიანებს. მოწიწებით ვეპყრობით საქართველოს ეკლესიის ჭაღარა სიძველეს. უმკაცრესი ისტორიული განსაცდელისას თქვენ მართლმადიდებელი რწმენა, რომელმაც ქართველი ხალხი გაანათლა, და წმინდა ნინოს სახელი გფარავდათ… უფალს სურდა, რომ ჩვენი ხალხების ისტორიული გზები ერთად შეყრილიყო. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთიანი სულიერი მემკვიდრეობა განგვამტკიცებდა, რაც ჩვენს ძმობას აძლიერებდა, ხოლო მეოცე საუკუნის განმავლობაში საერთო ტანჯვაც გვაერთიანებდა. ჩვენი ეკლესიები და ხალხები ამ პერიოდში საერთო ბედს იყოფდნენ, ერთ ჯვარს ეზიდებოდნენ… მომავალში ჩვენი ქვეყნების წარმატებული განვითარება შესაძლებელია წმინდა მართლმადიდებლობისადმი ერთგულების შენარჩუნებით“.

© საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოსაქართველოსთან გამომშვიდობებისას ალექსი II მთელ ქართველ ხალხს უსურვა ღვთის წყალობა, ღვთიშობლის მფარველობა, მშვიდობა და თანხმობა, ყველა კონფლიქტის დაძლევა, წარმატებული, მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება.
საქართველოსთან გამომშვიდობებისას ალექსი II მთელ ქართველ ხალხს უსურვა ღვთის წყალობა, ღვთიშობლის მფარველობა, მშვიდობა და თანხმობა, ყველა კონფლიქტის დაძლევა, წარმატებული, მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება. - Sputnik საქართველო
საქართველოსთან გამომშვიდობებისას ალექსი II მთელ ქართველ ხალხს უსურვა ღვთის წყალობა, ღვთიშობლის მფარველობა, მშვიდობა და თანხმობა, ყველა კონფლიქტის დაძლევა, წარმატებული, მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება.

პატრიარქმა ალექსი II-მ მოინახულა საქართველოს უძველესი სულიერი და კულტურული ცენტრი — გელათი, რომელიც 1106 წელს დაარსდა. გელათის მონასტერში ლოცვის შემდეგ იქვე გელათის სასულიერო აკადემიაც დაათვალიერეს. უწმინდესმა პატრიარქმა ალექსიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საქართველოში ექვსასწლიანი შესვენების შემდეგ სასულიერო აკადემიის საქმიანობა განახლდა. „ ეს ყოველივე მოწმობს, რომ… ქართველი ხალხის ცხოვრებაში მართლმადიდებლობა ბრუნდება, — თქვა რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა. — მართლმადიდებლობას დღეს ერთიანობა სჭირდება, ვინაიდან ჩვენს ირგვლივ ბევრი საფრთხეა — სხვადასხვა სარწმუნოების ეკლესიების პროზელიტური საქმიანობა და სხვადასხვა სექტები. ამას რომ წინ აღვუდგეთ, მართლმადიდებლური ერთიანობა უნდა შეგვეძლოს და მოძმე ეკლესიებს შორის არსებული სირთულეები არ უნდა გავაღრმავოთ. ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ“.

1 მაისს, პატრიარქ ალექსის თბილისში ყოფნის უკანასკნელ დღეს, საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის კორპორაციამ რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელების ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა.

© საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოპატრიარქმა ალექსი II გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა.
პატრიარქმა ალექსი II გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა. - Sputnik საქართველო
პატრიარქმა ალექსი II გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა.

დამშვიდობებისას მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა ერთმანეთს სიტყვებით მიმართეს. პატრიარქმა ალექსიმ მთელ ქართველ ხალხს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს კი მშვიდობა და თანხმობა, ყველა კონფლიქტის დაძლევა, კეთილდღეობა, მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება უსურვა.


ყველა ახალი ამბავი
0