თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. ბაქოში გარადაგის რაიონში მდებარე ქარხანაზე თავდასხმა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „აპა“-ზე დაყრდნობით.
„ბაქოში ქარხანაზე თავდასხმა მოხდა. სახილის დასახლებაში მდებარე ქარხანაში ოთხი ადამიანი შეიჭრა. ერთ-ერთი მცველი რუსლან ღარიბ ოღლუ გაჯიევი უცნობებმა დანით დაჭრეს. მეორე მცველს რაჰიმ არიფ ოღლუ რაგიმოვს ბოროტმოქმედებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, — იუწყება სააგენტო.
ეჭვმიტანილთა ვინაობის დასადგენად და მათ დასაკავებლად პოლიცია ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.