16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
რკინიგზა

საქართველოდან მიმავალი მატარებელი აზერბაიჯანში რელსებიდან გადავიდა

© Sputnik/ Игорь Михалев
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებლის სამი ვაგონი. ინციდენტი დილით შამქორის რაიონში მოხდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან ბაქოში მიმავალი სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში რელსებიდან გადავიდა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ნადირ აზმამედოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი შამქორის რაიონში ადგილობრივი დროით 10:32 საათზე მოხდა. რელსებიდან სამი ვაგონის ბორბლები გადავიდა.

აზმამედოვმა განმარტა, რომ ვაგონები არ ამოყირავებულა. ამჟამად ადგილზეა სარემონტო მატარებელი „განჯა“, რომელიც შემადგენლობას რელსებზე აყენებს.

„შემთხვევის დროს სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყვეტილა და სხვა გზის ხარჯზე ხორციელდებოდა. დაშავებულები არ არიან. ერთ-ორ საათში სარკინიგზო გზა აღდგება“, — აღნიშნა აზმამედოვმა.
მისი განცხადებით, მომხდარის მიზეზი უცნობია.

მთავარი თემები