სომხური სატვირთო მანქანები საქართველო-რუსეთის საზღვარს უფრო ადვილად გადაკვეთენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის „ზემო ლარსზე“ ხუთი გამტარი პუნქტი მოქმედებს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი და სომხეთი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის გამარტივებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ატარებენ, განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რუსეთისა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის რუსული მხარის თავმჯდომარემ მაქსიმ სოკოლოვმა.

„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

„ჩვენ ერთადერთ გამშვებ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთსა და რუსეთს აკავშირებს, ტარდება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საწარმოებისთვის ტვირთების საავტომობილო გადაზიდვების გამარტივებაზე, და განიხილება აღნიშნული პუნქტის გამტარიანობის გაფართოება“, — განაცხადა სოკოლოვმა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, „ზემო ლარსზე“ ხუთი გამშვები პუნქტი მოქმედებს.

უფრო ადრე მინისტრმა განაცხადა, რომ საქონელბრუნვა რუსეთსა და სომხეთს შორის 2016 წლის პირველ ნახევარში 10%-ით, 450 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0