აზერბაიჯანში რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69,7% მიიღო

© photo: Sputnik / Rahim Muradovრეფერენდუმი აზერბაიჯანში
რეფერენდუმი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ საკითხი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდის თაობაზე, საჭიროა თუ არა აზერბაიჯანში ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დეპუტატობისა და სახელმწიფოს მეთაურის კანდიდატების ასაკობრივი ზღვარის გაუქმების შესახებ.

თბილისი, 26 სექტემბერი— Sputnik. აზერბაიჯანში რეფერენდუმში 19:00 საათისათვის მონაწილეობა ამომრჩეველთა 69,7% მიიღო, რაც 3 671 707 ადამიანს შეადგენს, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი ცესკოს სამდივნოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელზე ფარიდ ორუჯევზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას 2016 წლის 26 სექტემბერს რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

კერძოდ, აზერბაიჯანში პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობების შემოღების ინიციატივით გამოვიდნენ.

აზერბაიჯანის დედაქალაქი - ბაქო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში რეფერენდუმი შედგა

გარდა ამისა, მეასე მუხლში "აზერბაჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მოთხოვნები": "აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნას აზერბაიჯანის რესპუბლიკის 35 წლამდე ასაკის მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, გააჩნია საარჩევნო უფლება, რომელსაც არ გააჩნია ნასამართლეობა მძიმე დანაშაულის გამო, რომელსაც სხვა სახელმწიფოების წინაშე არ გააჩნია ვალდებულებები, გააჩნია უმაღლესი განათლება, არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა"-სთავაზოვენ ამოიღონ სიტყვები "35 წლამდე ასაკის ". 

101 მუხლის I ნაწილში "აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნების საფუძვლები" ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომელთა თანახმად პრეზიდენტობის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე იზრდება.


ყველა ახალი ამბავი
0