თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„რომის პაპის თბილისში ვიზიტი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იგეგმება. მხარეები პროგრამის ვიზიტზე მუშაობენ, რომელსაც მოგვიანებით გავავრცელებთ“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ასევე ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლების მიწვევით ესტუმრება.
პაპი ფრანცისკი ივნისის ბოლოს სომხეთში იმყოფებოდა სამდღიანი ვიზიტით.