მთაწმინდის პარკი "ნაყინის ფესტივალზე" გეპატიჟებათ

© Pixabay / silviaritaნაყინი
ნაყინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაყინის დღეს“ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება უფასოდ დააგემოვნოს ნაყინის ნაირსახეობა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი ნაყინის მოყვარულებს ზაფხულის ცხელი დღეების განუყოფელი „ატრიბუტის“ —  ნაყინის  ფესტივალზე ეპატიჟება.

ღონისძიება 10 ივლისს გაიმართება და მასში საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

„ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის  მთაწმინდის პარკი ძალზე გემრიელ და გრილ დღეს ამზადებს“, — ნათქვამია მთაწმინდის პარკის „ფეისბუქის“ გვერდზე.  

ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს ბევრი სიურპრიზს ჰპირდება. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება უფასოდ დააგემოვნოს ნაყინის ნაირსახეობა.


ყველა ახალი ამბავი
0