კინო თბილისში: რა ვნახოთ 24-27 ნოემბერს

გამოწერა
საუკეთესო ფანტასტიკური და სამხედრო სურათები, ასევე კომედიების, მულტფილმებისა და ისტორიული მელოდრამების ზღვა - „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.

24 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„სხვა სამყარო: სისხლის ომი“ (Underworld: Blood Wars) რეჟისორ ანა ფერსტერის ფანტასტიკური ფილმია, სურათის „სხვა სამყარო: გამოღვიძება“ სიკველი. მთავარ როლშია კეიტ ბეკინსეილი. მეომარი ვამპირი სელენა მაქციებთან და მოღალატე ვამპირთა კლანთან მორიგ, გადამწყვეტ ბრძოლას მართავს. ფილმში თამაშობენ ჩარლზ დენსი, ტობაიას მენზისი, ჯეიმს ფოლკნერი და ლარა პულვერი.

„ჰაქსოს გმირი“ (Hacksaw Ridge) მელ გიბსონის სამხედრო დრამაა. სურათის ცენტრშია რიგითი დესმონდ ტომ დოსის, ომის გმირის რეალური ისტორია, რომელსაც ღირსების ორდენი მიენიჭა. თავისი რელიგიური შეხედულებების გამო ის უარს ამბობს იარაღის ტარებასა და მოწინააღმდეგის მოკვლაზე. ამის გამო მას სამედიცინო კორპუსში ამწესებენ. მედიკოს დოსს დაჭრილები ცეცხლის ხაზიდან გამოჰყავს და სროლების არ ეშინია. ოკინავასთვის ბრძოლაში ის 75 ადამიანის გადარჩენას შეძლებს. მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია ჯოან კეტლინ როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული რეჟისორ დევიდ იეიტსის ფილმი “ფანტასტიკური ცხოველები: სად შეიძლება მათი პოვნა” (Fantastic Beasts and Where to Find Them).

უკვე თბილისის კინოთეატრებშია სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ამერიკული ფილმი „ ჩამოსვლა“, მაიკლ ფლენეგანის მისტიკური ტრილერი „უიჯი. ეშმაკის წყევლა“ და ფანტასტიკური ბოევიკი „მაქს სტილი“.

გარდა ამისა, თბილისის კინოთეატრებში უკვე გამოსულია ფილმები — ტრილერი „გოგონა მატარებელში, რომელშიც მთავარ როლს ემილი ბლანტი თამაშობს, კრიმინალური დრამა „ანგარიშსწორება“ — მთავარ როლში ბენ აფლეკი, ამერიკულ სუპერგმირული ფილმი „დოქტორ სტრენჯი“, აზიკ კაბადიას „ალი და ნინო“.

ბავშვებს შეუძლიათ ნახონ მულტიპლიკაციური ფილმები: „ტროლები“, „გამყინვარება 5“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0