პირადი ბანკირის რჩევები...

© Facebook / Bank of Georgiaსაქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა უნდა ვიცოდეთ ბანკში ფულის სესხებისას, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობა არის უფრო მომგებიანი, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი...

რამდენიმე დღის წინ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოვიხილეთ და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების საერთო სურათი გავაანალიზეთ. შევაფასეთ დაკრედიტების დინამიკა და ისიც გავარკვიეთ, თუ რა ხვედრითი წილი უკავია სხვადასხვა ტიპის კრედიტებს სესხების საერთო მოცულობაში. სწორედ მაშინ შეგპირდით, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო რესურსების გამოყენებით დაინტერესებულ მკითხველებს უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდიდით. ახლა დროა, პირობა შევასრულო. საკრედიტო შეთავაზების სრულ პაკეტს ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს და არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი გააუმჯობესა

მიზნობრიობისა და საბანკო პარამეტრების მიხედვით, სულ რამდენიმე სახის კრედიტი არსებობს: სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს- და ავტოსესხი — რომელი ერთი? ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე ხშირად სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა და მას რაოდენობრივი მაჩვენებლით საერთო პორტფელში პირველი პოზიცია უჭირავს. ე.წ. სამომხმარებლო კრედიტი ძირითადად მსესხებლის პრობლემების მოგვარებას, ნივთის შეძენას და მომსახურების მიღებას ხმარდება. ამავე მიზნით ბანკები კლიენტებს ე.წ. განვადებას სთავაზობენ. ამიტომაც ლოგიკური იქნება წინამდებარე სტატიაში თქვენი ყურადღება სწორედ სამომხმარებლო კრედიტსა და განვადებაზე გავამახვილო… სამომხმარებლო სესხი თუ განვადება — რა უნდა ვიცოდეთ ამ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი თქვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როცა კონკრეტული ნივთის შეძენისას თუ მომსახურების საფასურის გადახდისას არჩევანის გაკეთება მოუწია ორ საბანკო პროდუქტს – სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობა არის ფინანსურად უფრო მომგებიანი კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ორი პროდუქტით სარგებლობისას?

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკოსისტემის ინოვაციურ პროექტზე 40 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

ამ და ყველა სხვა შესაძლო კითხვაზე პასუხის მისაღებად საბანკო სექტორს მივმართე და დეტალური ინფორმაცია მივიღე. ვიცი, რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ და სჯობს პროფესიონალს მოვუსმინოთ, თუმცა არის საფრთხე ერთი კონკრეტული ბანკის წარმომადგენლის ციტირება რეკლამად ჩაითვალოს და სოლიდური ჯარიმის გადასახდელად თავად მომიწიოს კრედიტის აღებამ. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. საბანკო სპეციფიკაში თავადაც კარგად ვერკვევი და გადავწყვიტე, მოპოვებული და მრავალგზის გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე პირადად ვიტვირთო ე.წ პირადი ბანკირის მისია.  

რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება

სამომხმარებლო სესხი და განვადება ორივე საბანკო პროდუქტია. ისინი სამომხმარებლო მიზნობრიობის სესხებს წარმოადგენენ. მათ შორის ძირითადი სხვაობა ის არის, რომ განვადების შემთხვევაში თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში შეგიძლიათ ისე, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ბანკში მისვლა. ნივთის საფასური პირდაპირ პარტნიორ კომპანიაში გადაირიცხება. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კი თანხას ბანკში იღებთ ნაღდი ფულის სახით და შეგიძლიათ ის თქვენთვის სასურველი მიზნისთვის გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ლიმიტის მოთხოვნაც.

სამომხმარებლო სესხი და განვადება ერთმანეთისგან სხვა პარამეტრებითაც განსხვავდება.

ლარი - Sputnik საქართველო
გრძელვადიანი სესხები ლარში... მითი თუ რეალობა?..

განვადება მომხმარებელს 15 წუთში, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენისას უმტკიცდება. სამომხმარებლო სესხის დასამტკიცებლად პირადობის მოწმობასთან ერთად, შესაძლოა, ბანკში ხელფასის ცნობა და სხვა დოკუმენტებიც მოითხოვონ. სესხის დამტკიცების ხანგრძლივობა 15-60 წუთის ფარგლებში მერყეობს. 

განვადებით სარგებლობისას ნივთის მინიმალური ღირებულება 100 ლარია, მაქსიმალური კი 5 000 ლარი შეიძლება იყოს. სამომხმარებლო სესხის ლიმიტი კი 300 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლარია. 

თქვენთვის რომელია უფრო მოქნილი და კომფორტული — სამომხმარებლო სესხი თუ განვადება

ეს დამოკიდებულია თქვენ კონკრეტულ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. განვადების მოქნილობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ნაკლებ დროს მოითხოვს და თქვენ არ გიწევთ ბანკში მისვლა. თუმცა, განვადებით სარგებლობისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ განვადებას თანხობრივი შეზღუდვა აქვს. ამ პროდუქტით სარგებლობა ნებისმიერი მიზნობრიობისთვის არ არის ხელმისაწვდომი. 

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების ბაზარს დაარეგულირებს

განვადება ხელმისაწვდომია როგორც ბანკის ფილიალებსა და სერვის–ცენტრებში, ასევე უშუალოდ მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებში. 

სამომხმარებლო სესხის ასაღებად უნდა მიხვიდეთ ბანკის ფილიალში ან სერვის–ცენტრში. მისი აღება ინტერნეტ-ბანკითაც არის შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი რამ, ლიმიტიც გაცილებით დიდია. თქვენ უფრო მეტად თავისუფალი ხართ აღებული თანხის განკარგვისას. 

რას ნიშნავს ე.წ. 0%-იანი განვადება

ამ ტიპის განვადება მოიაზრებს ყოველგვარი დამატებითი ხარჯის (გაცემის, წინსწრებით დაფარვის და სხვა საკომისიოების) გარეშე განვადებას მომსახურების ობიექტიდან გაუსვლელად. 0%-იანი განვადებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი და მიიღოს მომსახურება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 15 წუთში.

დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს სესხები უიაფდებათ!...

რა პარამეტრებით უნდა შეადაროთ ერთმანეთს სამომხმარებლო სესხი და განვადება

სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რომელი მათგანი იქნება თქვენთვის უფრო ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ დროს თქვენ შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

ერთი და იმავე ვადით რომელს უფრო დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ექნება. კრედიტორი ვალდებულია გითხრათ, რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხზე; სად უფრო დაბალია ყოველთვიური შენატანი – სამომხმარებლო სესხის თუ განვადების შემთხვევაში; რა არის თქვენი საჭიროება: ნივთის შეძენა თუ პირადი ხარჯების დაფარვა; რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ? თუ 5 000 ლარზე მეტია საჭირო, მაშინ თქვენ სამომხმარებლო სესხი უნდა აიღოთ. 

რას ნიშნავს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ უნდა მიაქციოთ მას ყურადღება

ეფექტური საპროცენტო განაკეთი გვიჩვენებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებულ ყველა სავალდებულო ხარჯის სურათს. ეს პარამეტრი მოიცავს პროდუქტის ნომინალურ განაკვეთს დამატებულ ხარჯებს. სესხისა და განვადების შემთხვევაში ეს არის გაცემის საკომისიო, ან დაზღვევის საკომისიო, ან ანგარიშიდან გატანის საკომისიო. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გადაწყეტილება ეფექტური განაკვეთის საფუძველზე მიიღოთ, რადგან ის კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ სრულ ხარჯებს ასახავს. 

არის თუ არა საჭირო განვადების ან სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფა და რა სახის

სესხის უზრუნველყოფის ორი ფორმა არსებობს. თავდებობა და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა კრედიტორის სასარგებლოდ. როგორც წესი, ბანკები უზრუნველყოფას ითხოვენ შედარებით მაღალი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში. სტანდარტულად, განვადების დროს ბანკი უზრუნველყოფას არ ითხოვს.

მშრალ ხიდზე ბაზრობა - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ცხოვრება კრედიტით

რომელ ვალუტაში ჯობია სესხის აღება

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე მარტივია და საბანკო საქმეში განსაკუთრებულ განსწავლულობას არ ითხოვს. კრედიტი იმ ვალუტაში უნდა აიღოთ, რა ვალუტაშიც შემოსავალი გაქვთ. ბოლო პერიოდში ლარის კურსის მერყეობა ყველაზე მძიმედ სწორედ იმ მოქალაქეებზე აისახა, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს, შემოსავალი კი ლარში.

სულ ეს არის. დანაპირები შევასრულე და ახლა პირნათელი ვარ. ინფორმაციასა და რჩევებს სხვა ტიპის კრედიტებზეც მოგაწვდით პერიოდულად… მთავარია გვახსოვდეს, რომ ვადაგადაცილებული კრედიტების და მასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხშირად მსესხებლის არაინფორმირებულობაც არის… 

ყველა ახალი ამბავი
0