მოდური ქორწილი თბილისში: სპეციალისტები გვირჩევენ

გამოწერა
ქორწილის დიზაინერები, დეკორატორები, ფლორისტები, ვიზაჟისტები, კონდიტერები, კაბების დიზაინერები, ფოიერვერკების, განათების და ტატუაჟის ოსტატები და მრავალი სხვა სპეციალისტი ფესტივალის სტუმრებს 2017 წლის მოდური ტენდენციების შესახებ მოუყვებიან.

თბილისი, 7დეკემბერი – Sputnik. ყოველწლიური საქორწილო ფესტივალი Tbilisi wedding fair 2016, რომელზეც მომავალი წლის სიახლეები და მოდური ტენდენციები იქნება წარმოდგენილი, თბილისში 9 დეკემბერს გაიმართება.

ეს არის ფესტივალი ადამიანებისთვის, ვისაც სურს, ქორწილი გახდეს ცხოვრების მთავარი „ფესტივალი“, ნათქვამია ღონისძიების Facebook-ის გვერდზე.

ფესტივალი თბილისში მესამედ ტარდება. მისი მონაწილეები იქნებიან წამყვანი ივენთ–კომპანიები, დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები. ღონისძიებაზე 50-მდე მონაწილე გამოვა, თითოეული მათგანი 2017 წლის მოდური ქორწილის თემაზე საკუთარ საავტორო ხედვებს  წარმოადგენს.

კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი - Sputnik საქართველო
ჟივოკინის ტფილისი და მარჯანიშვილის ქორწილი

ფესტივალის სტუმრები შეიტყობენ – მომავალ სეზონში რომელი საქორწილო აქსესუარი იქნება ტრენდში, სად ჯობს ქორწილის მოწყობა, რა სერვისს სთავაზობენ ყველაზე პოპულარული კომპანიები, ასევე სად და როგორ ჯობს პროფესიონალური საქორწილო ფოტოსესიის და ვიდეოგადაღების ჩატარება.

ფესტივალზე ასევე იქნებიან საქორწილო კაბების და ინტერიერის დიზაინერები, ფოიერვერკების, განათებისა და ტატუაჟის სპეციალისტები, ასევე ავეჯის, კოსმეტიკისა და ტურისტული კომპანიები.

საქორწილო ფესტივალს 18:00-დან 22:00 საათამდე მასპინძლობს ილიას ბაღის კომპლექსი და მასში მდებარე Garden Hall. ღონისძიების ორგანიზატორი არიან კომპანიები Triangle და „მეიდან ჯგუფი“.

ყველა ახალი ამბავი
0