01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი

თბილისში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

© FB / Мэрия Тбилиси
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
58610

საქართველოში დაწესებულია უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, რომელსაც წარმატებული სამხედრო ოპერაციებში მონაწილეებს გადასცემენ.

თბილისი, 30 ნოემბერი – Spuntik. თბილისში საქართველოს ეროვნული გმირს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაზნიაშვილის სახელობის სკვერში ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს შეიარაღბული ძლების გენშტაბის უფროსის მოადგილე ზაზა ჩხაიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

ბიუსტის ავტორი ქართველი სკულპტორი გენადი ზაქარაიაა. 

გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონია
გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონია

„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი მეთაურობის პერიოდში მტერმა ვერ შეძლო ჩვენი არმიისა და ქვეყნის დამარცხება“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ბიუსტის გახსნის ცერემონიას მაზნიაშვილის შთამომავლები, ვეტერანები და რიგითი თბილისელები ესწრებოდნენ.

„საზოგადოებამ უნდა დააფასოს ის გმირები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც საზოგადოებამ და განსაკუთრებით მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენა სეთი გმირები გვყავდა“, — დასძინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ზაზან ჩხაიძემ.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა   პირველ  მსოფლიო ომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში.   

ის იბრძოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლისა და მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, გენერალი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა და საქართველოში 1937 წელს დაბრუნდა.  „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" — ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მაზნიაშვილი დააპატიმრა და დახვრიტა. გენერლის საფლავის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

2013 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაწესებულია უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებს მასშტაბური სწავლებებისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და წარმატებული სამხედრო ოპერაციებისთვის გადასცემენ.


მთავარი თემები