თბილისი ზამთრის სეზონისთვის ემზადება

გამოწერა
ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით საქალაქო სამსახურებმა მერისგან მითითებები მიიღეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურებს ზამთრის სეზონისთვის მზადება დაავალა.
ბოლო დღეებში საქართველოში მკვეთრად აცივდა. გარეუბნებში სამშაბათს მოთოვა და კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში შეუდგა.

„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და, შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით ვავალებ რაიონულ გამგეობებს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ  შეშით“, — განაცხადა ნარმანიამ.

თოვლი თბილისის გარეუბანში - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში პირველი თოვლი მოვიდა

ამას გარდა, ქალაქის მერმა „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში გათბობის სისტემის შემოწმება დაავალა. 
„ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ყველა ახალი ამბავი
0