მარათონის გამო თბილისის ცენტრის ნაწილში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

© Sputnik, Levan Avlabreli გალაქტიონის ხიდი
გალაქტიონის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონის მსვლელობისას, დედაქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მასობრივ გარბენასთან — „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური

საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება:

კრწანისის მოედანი — ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

წვიმიანი თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: ცივი და ნაცრისფერი დღეები

მოძრაობა აიკრძალება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

სოლოლაკიდან გადაადგილება მოხდება ლადო ასათიანის, ოვანეს თუმანიანის და გორგასლის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.

მინსკის მარათონის მონაწილე - Sputnik საქართველო
რეგისტრაცია თბილისის საქველმოქმედო მარათონზე დაიწყო

ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.

უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.


ყველა ახალი ამბავი
0