16:14 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დათვის ბელი

გუშინ თბილისის ქუჩებში დათვს ეძებდნენ

Sputnik/ Леван Авлабрели
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და მაშველები დათვის ბელს გვიან ღამემდე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა გუშინ „ცხელ ხაზზე“ თბილისელი მოქალაქის შეტყობინება მიიღო, რომელიც ირწმუნებოდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელი შენიშნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი სამსახურები და მაშველები. დათვის ბელს გვიან ღამემდე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. როგორც სააგენტოში აცხადებენ, არც ზოოპარკში და არც ცირკში ცხოველის დაკარგვას არ ადასტურებენ. 

„მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია მოზრდილი ბელი იყალთოს ქუჩაზე. შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც. ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის მტაცებელი ცხოველი“, — განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით სააგენტოს მეტი ინფორმაცია არ აქვს. 

მთავარი თემები