„თბილისობა 2016": ისტორია და ტრადიციები

© Бесик Пипияთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისობის“ დღესასწაული, რომელიც ასე უყვართ და რომელსაც ელოდებიან თბილისელები და ქალაქის სტუმრები, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ იმართება.

„თბილისობა“ წელს 15 და 16 ოქტომბერს აღინიშნება. პირველად თბილისობის დღესასწაული 37 წლის წინ, 1979 წელს გაიმართა. მისი ინიციატორი იყო ცნობილი ქართველი მოგზაური, მხარეთმცოდნე და ჟურნალისტი გვანჯი მანია.

1976 წლის ნოემბერში მან გაზეთ „თბილისში“ თბილისობის დღესასწაულის ჩატარების წინადადებით დიდი სტატია გამოაქვეყნა. ამ სტატიამ რეზონანსი გამოიწვია. მთელი ნახევარი წელი მას საზოგადოება განიხილავდა, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად დაეფუძნებინა დღესასწაული „თბილისობა“.

თბილისობა 2015 - Sputnik საქართველო
"თბილისობა 2016": ღონისძიებათა პროგრამა

რთული სოციალურ-ეკონომიკური პერიოდის გამო 1989-დან 1994 წლის ჩათვლით საქართველოში „თბილისობა“ არ აღნიშნულა. დღესასწაულის აღნიშვნა 1995 წლიდან განახლდა.

დღესასწაულზე ძველ თბილისში ქუჩები რამდენიმე დღით ზეიმის ცენტრად არის ქცეული. საავტომობილო მოძრაობა იკეტება და სახალხო სეირნობა ეწყობა.

© ბესიკ ფიფია"თბილისობის" დღესასწაული
თბილისობის დღესასწაული - Sputnik საქართველო
"თბილისობის" დღესასწაული

ტრადიციულად, თბილისობის დღესასწაულზე, მდინარე მტკვარზე ტივები დაცურავენ მუსიკოსებითა და გაშლილი სუფრით. ყველგან ისმის ქართული სიმღერები, გამოდიან ანსამბლები, სრულდება ხალხური სიმღერები. თბილისის უძველეს ქუჩებში ვაჭრობენ სუვენირებით, ეროვნული ტკბილეულით, ღია ცის ქვეშ იწვება მწვადი, ამზადებენ ქართული სამზარეულოს სხვა კერძებს.

ქართული დიასპორის წარმომადგენლები „თბილისობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, მინსკში, კიევში, ტალინში. ამ დღეს მართავენ ეროვნულ კონცერტებს და სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლდებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0