ოფიციალური მიღება საქართველოს მთავრობის სახელით - ვის უმასპინძლა პრემიერმა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
თბილისში გამართულ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში 4 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების მასპინძლობა თბილისში. სტუმართმასპინძლობა ქართული ხასიათის მთავარი მახასიათებელია და ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. ბედნიერი ვართ ჩვენი მეგობრობითა და თანამშრომლობით, რომელსაც ძალიან ძლიერი საფუძველი აქვს. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზატორებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს", - აღნიშნა კობახიძემ.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
მასაცუკუ ასაკავამ პრემიერ კობახიძეს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო წარმოადგენს ხიდს კონტინენტებს შორის, საქონლის, მომსახურებისა და ინფორმაციის გასაცვლელად. ეს წლიური შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნის საუკეთესო რესურსების წარმოსაჩენად და შესათავაზებლად. ეს არის დინამიური ეკონომიკა, მდიდარი ისტორია, გასაოცარი ბუნება, თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი", - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული სემინარის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ADB-ის პრეზიდენტი.
სემინარის მთავარი თემებია დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; იდეები ერთობლივი ფინტექ-გარემოს შესაქმნელად რეგიონში; შუა დერეფნის იმპულსის გამოყენება; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის; ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება – მთავრობისა და ინვესტორების ხედვა.
აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს 2007 წლიდან და ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი პარტნიორია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყებს ხელს. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური მოცულობა 4,7 მილიარდი დოლარია.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ყველა ახალი ამბავი
0