მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
კიდევ ორი დაკარგული მოზარდის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება
თბილისი, 5 მაისი— Sputnik. სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთ-ერთი ახალგაზრდის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს.
2 მაისს მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ავტომობილში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა - ერთი გოგონა და ორი ბიჭი. სამივე მათგანი სკოლის მოსწავლეა. ისინი თანასოფლელები და ერთმანეთის ნათესავები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი დაღუპულის ბიძამ იმ ადგილის მახლობლად იპოვა, სადაც ავტომობილი იყო გადავარდნილი.
ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც - გრძელდება კიდევ ორი დაკარგული მოზარდის ძებნა. მაშველებთან ერთად ახალგაზრდებს ეძებენ ადგილობრივებიც.
ყველა ახალი ამბავი
0