რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerკლიენტები კაფეში
კლიენტები კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს 2024 წლის პირველ კვარტალში 1,3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 1,2 მლნ, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 8,6%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 938,6 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე 11%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში.
ყველაზე მეტი ტურისტი პირველ კვარტალში ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,5 ღამეს ატარებდნენ.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2024 წლის იანვარ-მარტში

ჩამოსვლის მიზანი

ვიზიტების რიცხვი, ათასი

საერთო რაოდენობის წილი, %

დასვენება და გართობა

517,9

44,8

ნათესავების მონახულება

318,5

27,5

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

143,9

12,4

სამუშაო

83,4

7,2

შოპინგი

62,9

5,4

სხვა

30,7

2,6

ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ – 187,1 ათასი, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 19,5%-ს შეადგენდნენ. შემდეგ მოდის რუსეთი (წილი 19,2%) და სომხეთი (14,5%). უცხოელებმა თურქეთიდან 254,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რუსეთიდან – 215,5 ათასი, სომხეთიდან – 191,8 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 6,9%–ით მეტია, ვიდრე 2023 წლის საანგარიშო პერიოდში. თუმცა, ხარჯები ერთ ვიზიტზე 1,6%–ით შემცირდა და 1.869,1 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0