აქციის მონაწილეებს პარლამენტის ეზოდან წყალს ასხამენ

© photo: Sputnik აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ძალოვანები წყალს ასხამენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის ეზოს შესასვლელის შემტვრევას ცდილობდნენ.
პარლამენტის დეპუტატებმა 2 საათის წინ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტი მეორე მოსმენით არის მიღებული.
კანონპროექტის კენჭისყრის მომენტისთვის პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების შენობის უსაფრთხოდ დატოვების უზრუნველსაყოფად ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მოგვიანებით სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა, ახლა კი წესრიგს პოლიცია იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0