https://sputnik-georgia.com/20240429/saqartvelos-moqalaqeebistvis-cinetsi-uvizo-mimosvla-ert-tvesi-amoqmeddeba-287617589.html
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ერთ თვეში ამოქმედდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ერთ თვეში ამოქმედდება
Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 29.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-29T13:09+0400
2024-04-29T13:09+0400
2024-04-29T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ.უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის მიხედვით ჩინეთის მხრიდან დასრულებულია უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურები.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ერთ თვეში ამოქმედდება
13:09 29.04.2024 (განახლებულია: 13:10 29.04.2024) საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის მიხედვით ჩინეთის მხრიდან დასრულებულია უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურები.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.