„ნაცმოძრაობის“ დასჯა, ეკონომიკის გაძლიერება, ევროკავშირის წევრობა - ივანიშვილის დაპირებები

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან აქციაზე პირობა დადო, რომ დასჯის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“, გააძლიერებს ეკონომიკას, ქვეყანას კი ევროკავშირში შეიყვანს.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია მოაწყო რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ ინიციატივის ოპონენტები 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.
ამასთან ივანიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი მმართველი პარტია და მისი თანამოაზრეები, რომლებსაც „ქართულ ოცნებაში“ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებენ.
© photo: Sputnik / Stringer„ოცნების“ მომხრეთა აქცია
Акция сторонников Грузинской мечты у здания парламента Грузии 29 апреля 2024 года - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
„ოცნების“ მომხრეთა აქცია
„არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სკანდალურ კანონს, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროკავშირი, აშშ, გაერო, ნატო, ევროპული საბჭო და ცალკეული დასავლური ქვეყნის ლიდერები. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ““, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ქართველები - უნიკალური ხალხია უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით.
„სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0