„კრიტიკულმა მედიამ" პაპუაშვილის ქონების შესახებ დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს ვინ აფინანსებს დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ინტერნეტ-გამოცემებმა „ნეტგაზეთმა" და „ბათუმელებმა" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ თითქოსდა მიწის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეძენის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო მკითხველს ბოდიში მოუხადეს, ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ პარლამენტის თავმჯდომარეს 1 ლარად მიჰყიდა 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფელ ვაკირში და 20 ჰექტარი ტურისტულ ქალაქ სიღნაღში. როგორც მედია ამტკიცებდა, იგი 2020 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებს დაეყრდნო.
„არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რედაქციაში განაცხადეს, გამოცემისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი.
„სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს", - აღნიშნეს რედაქციაში.
ის, რომ გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა.
„ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია. სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი - როგორც დონორები ეძახიან - „კრიტიკული მედიის" რეალობაა. მისი მიზანი კი, რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არარსებობის პირობებში, რთულია შემოწმება, თუ ვინ აფინანსებს ამ გამოცემებს.
„თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა განაცხადა, იგი აუცილებლად მიმართავს იმ საელჩოებს, რომლებიც დგანან აღნიშნული გამოცემების დაფინანსების უკან და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამენ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენის თარიღი უცნობია. სამივე მოსმენით კანონს, სავარაუდოდ, 17 მაისს მიიღებენ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0