აქცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ: ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ დილით დაიწყო, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის განხილვა დაიწყო. 11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და სხდომა დასრულდა. აქციის მინაწილეები კი რუსთაველი გამზირზე ამ დრომდე არ იშლებიან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.
„დაახლოებით 30 ადამიანი შეგნებულად ახდენს პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას", განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
მან შეკრებილებს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისკენ მოუწოდა.
„ნებისმიერი კანონდარღვევა პოლიციის მიერ აღკვეთილი იქნება", - განაცხადა სირაძემ.
ტელეკომპანია „TV პირველის" ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი პირი. ამის შესახებ ტელეკომპანია ინფორმაციას შსს-ის კრიმინალური პოლიციის ცენტრალური სამმართველოს დირექტორ თეიმურაზ კუპატაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
ყველა ახალი ამბავი
0