საქართველოში შესაძლოა ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმები გაიზარდოს - ახალი ინიციატივა

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 75 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) დაასრულა მუშაობა „ენერგეტიკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
ეროვნულმა კომისიამ ჯარიმების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე განცხადება ჯერ კიდევ 2022 წელს გააკეთა, მას შემდეგ, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობისგან შესული საჩივრების საფუძველზე სემეკმა კომპანიების „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმება დაასრულა და ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ მუშაობაში დარღვევები გამოავლინა. თანხის ოდენობამ, რომელიც აბონენტებს დაუბრუნდათ, 569.605 ლარი შეადგინა, კომპანია კი 75 ათასი ლარით - კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა - დაჯარიმდა.
„კომისია მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა 75 ათასი ლარის ოდენობით არ არის საკმარისი ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის პრევენციის ან შესაბამისი ადმინისტრაციულად დასჯის საკომპენსაციოდ. აქედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ჯარიმის მოცულობა უნდა გაიზარდოს 500 ათას ლარამდე და მარეგულირებელ კომისიას უნდა მიენიჭოს მანდატი, რომ მან დაადგინოს დაჯარიმების წესი", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, კომისიამ ეკონომიკის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში წარსადგენად.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონით იქნება ჯარიმების გაზრდა განსაზღვრული, მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს შესაბამისი წინადადებები, რა ტიპის სამართალდარღვევაზე რა მოცულობის ჯარიმები უნდა იყოს. ეს ყველაფერი დადგენილი და დამტკიცებული იქნება წესებით. ქედან გამომდინარე, როცა ძალიან მნიშვნელოვან დარღვევასთან გვაქვს საქმე, კომისიას ექნება უფლებამოსილება, გამოიყენოს მაქსიმალური ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით. კომისია ყოველთვის ცდილობს, სამართალდარღვევისას ადეკვატური ჯარიმა გამოიყენოს", - განაცხადა ნარმანიამ.
თუ დარღვევა მომხმარებელთა დიდ კატეგორიას ეხება ან მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნების, მითითებების შეუსრულებლობას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში კომისიას უნდა ჰქონდეს მანდატი, გამოიყენოს უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე დღეს არის განსაზღვრული კანონმდებლობით, აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
ყველა ახალი ამბავი
0