მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინელი კომისრები მობილიზაციას მეტროებში ატარებენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. კიევის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე სამხედრო კომისარიატის ათამდე თანამშრომელი მამაკაცებს საბუთებს უმოწმებს, იტყობინება უკრაინული გამოცემა „სტრანა“ თავის Telegram-არხზე.
„კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურზე სამხედრო კომისარიატების თანამშრომლების მთელი „დესანტი“ გამოჩნდა. კომისრები ათამდე არიან. ისინი მამაკაცებს საბუთებს უმოწმებენ, ზოგ მათგანს კი თეთრ ავტობუსში ასასვლელად იწვევენ. როგორც ჩანს, მიმდინარეობს სამობილიზაციო ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინულმა მედიამ 2023 წლის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში წვევამდელებს რეიდებს უწყობდნენ. აღინიშნებოდა, რომ მობილიზებულთა შეკრების პუნქტებში გადაყვანის მიზნით, გამოიყენებოდა სასწრაფო დახმარების მანქანები.
გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები, სამსახურში გამოძახების შიშით, ოფიციალურ დასაქმებას არიდებენ თავს.
მანამდე უკრაინამ მიიღო კანონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ. ახალი კანონი სამხედრო სამსახურში მყოფ უკრაინელებს ავალდებულებს, მობილიზებიდან 60 დღის ვადაში დარეგისტრირდნენ სამხედრო კომისარიატებში. გარდა ამისა, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს მოეთხოვებათ, თან იქონიონ სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტები და წარმოადგინონ ისინი ხელისუფლების მოთხოვნით.
ყველა ახალი ამბავი
0