საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

© AP Photo / Tamuna Kulumbegashviliსაქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.
26 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდთან ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - 4:2. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნაკრების შემადგენლობა ღირსების ორდენზე წარადგინეს.
წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ყველა ახალი ამბავი
0