1-ელი აპრილიდან ბაღდათი-საირმის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaგზის სამშენებლო სამუშაოები
გზის სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 32-47,8 კილომეტრ მონაკვეთზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0