რამხელა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტრაილერების ტრანზიტიდან - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრაილერების რიგი
ტრაილერების რიგი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2024
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოს გზებით 77.688 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. 2024 წლის პირველ ორ თვეში სატვირთო ტრაილერების ტრანზიტით მიღებული შემოსავალი 27.190.864 ლარი იყო, რაც 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 13,2%-ით მეტია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG სახელმწიფო ხაზინაზე დაყრდნობით.
წლის დასაწყისიდან საქართველოს გზებით 77.688 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა, 9.084-ით მეტმა ვიდრე შარშან (13,2%-იანი ზრდა).
თებერვალში საქართველოს დერეფნით 39.914 სატვირთო ტრაილერმა ისარგებლა, სატრანზიტო ტრაილერებმა ბიუჯეტში მხოლოდ ამ თვეში თითქმის 14 მლნ ლარი შეიტანეს.
2022 წლის ივნისის ბოლოდან თითო ტრაილერი, რომელიც საქართველოში შემოდის, ტრანზიტის საფასურს 200 ლარის ნაცვლად 350 ლარს იხდის.
2023 წელს საქართველოს დერეფანში 519.997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა თითქმის 182 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.
ყველა ახალი ამბავი
0