საქართველომ საკრედიტო რისკის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© photo: Sputnik / Stringerსასტუმრო რედისონი
სასტუმრო რედისონი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი.
აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების შეფასების საფუძველზე და მოიცავს, როგორც ამ ორგანიზაციის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.
რეიტინგის მიზანია საექსპორტო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის რისკის შეფასება, რომელსაც იყენებენ საკრედიტო პირობების განსასაზღვრად.
„რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) არის იმ განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია, რომლებიც ცნობენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) შეიქმნა 1961 წელს ეკონომიკური ზრდისა და მსოფლიო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ადამიანების სოციალურ კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0