Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მისცა ხმა არჩევნებზე - რუსეთის ცესკოს მონაცემები

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიელა პამფილოვა
ელა პამფილოვა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2024
გამოწერა
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ვადაზე ადრე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხუთშაბათს ხმის მიცემის ბოლო დღეა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
„იცით, რომ უზარმაზარი ქვეყანა გვაქვს, არის ბევრი ძნელად მისადგომი ადგილი, შორეული ადგილები, ასე რომ, ხმის მიცემა მიმდინარეობდა რთულად მისადგომ და შორეულ ადგილებში, ღია ზღვაში მყოფ გემებზე, ოთხი ახალი სუბიექტის ტერიტორიაზე, მათ მოსაზღვრე რეგიონებში. საერთო ჯამში, დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა დღეს ვადაზე ადრე“, - აღნიშნა პამფილოვამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, დღეს ბოლო დღეა, როდესაც ვადამდელი კენჭისყრა ტარდება, ხვალ კი ძირითადი კენჭისყრა დაიწყება.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
ყველა ახალი ამბავი
0