https://sputnik-georgia.com/20240306/papuashvili-lgbt-propagandis-winaagmdeg-opoziciis-dumili-saechvoa-286734231.html
პაპუაშვილი: ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემაზე ოპოზიციის დუმილი საეჭვოა
პაპუაშვილი: ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემაზე ოპოზიციის დუმილი საეჭვოა
Sputnik საქართველო
ლგბტ-პროპაგანდის შესაძლო აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T21:00+0400
2024-03-06T21:00+0400
2024-03-06T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_35:253:2014:1366_1920x0_80_0_0_542e6fdaa1da8440fda1416323a67954.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივაზე ან გაურბის კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას, ან ცდილობს საზოგადოების თვალში იგი გააუბრალოოს, რაც, თავის მხრივ, საეჭვოა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. განუცხადა მედიას.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში მომზადდება.მისი თქმით, მდგომარეობა ძალზე სერიოზულია. ჯერ კიდევ ხუთი-ათი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საჭირო გახდებოდა იმის თაობაზე საუბარი, რომ ქალი ქალია და მამაკაცი - მამაკაცი.„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საზოგადოებას მკაფიო პოზიცია დავუფიქსიროთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ინიციატივის განხილვაში?>>>მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზა.„ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი ქცევა გასაკვირი არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, მათ საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება.როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ადრე განაცხადა, საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ, შესაძლოა, დაწესდეს ადმინისტრაციული სასჯელი, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ლელო საქართველოსთვის“. როგორც „გირჩში" განაცხადეს, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_279:260:1754:1366_1920x0_80_0_0_b89dfb6361209afdc7571caa5d2c946f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემაზე ოპოზიციის დუმილი საეჭვოა
ლგბტ-პროპაგანდის შესაძლო აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივაზე ან გაურბის კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას, ან ცდილობს საზოგადოების თვალში იგი გააუბრალოოს, რაც, თავის მხრივ, საეჭვოა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. განუცხადა მედიას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში მომზადდება.
„ოპოზიციის მხრიდან საეჭვო სიჩუმეა. ფაქტია, რომ ისინი თავს არიდებენ ამ საკითხზე პასუხის გაცემას ან სურთ რაღაცნაირად გააუბრალოონ ის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მდგომარეობა ძალზე სერიოზულია. ჯერ კიდევ ხუთი-ათი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საჭირო გახდებოდა იმის თაობაზე საუბარი, რომ ქალი ქალია და მამაკაცი - მამაკაცი.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საზოგადოებას მკაფიო პოზიცია დავუფიქსიროთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზა.
„ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი ქცევა გასაკვირი არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, მათ საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება.
„დღეს არასამთავრობო სექტორი ჩუმად არის. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დგას. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ და პრემიერების დონეზე უწევთ განცხადებების გაკეთება. დრო არის, ღია არის სივრცე მსჯელობისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ადრე განაცხადა, საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ, შესაძლოა, დაწესდეს ადმინისტრაციული სასჯელი, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ლელო საქართველოსთვის“. როგორც „გირჩში" განაცხადეს, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.