პესკოვი: მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი პოპულარული პლატფორმაა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
თბილისი, 6 მარტი − Sputnik. მსოფლიოს ახალგაზრდული ფესტივალი მოთხოვნადი პლატფორმაა, ახალგაზრდებს მასში მონაწილეობა სურთ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ვიცი, რომ მთელი მსოფლიოდან 300 ათასზე მეტ ადამიანს სურდა აქ ჩამოსვლა. ანუ ეს მოთხოვნადი პლატფორმაა. მსოფლიოს ახალგაზრდებს ურთიერთობა სურთ, ისინი არ აპირებენ დარჩნენ იმ შოუების ჩარჩოებში, იმ სტერეოტიპებში, რომელთა თავსმოხვევასაც ცდილობენ ზოგიერთ ქვეყანაში“, − აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 1-დან 7 მარტამდე ტარდება ფედერალურ ტერიტორია სირიუსზე. ფესტივალის ორგანიზატორია „როსმოლოდიოჟი“.
ყველა ახალი ამბავი
0